• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

10 ქრისტიანული ფილმი, რომელსაც მაყურებელი 2021 წელს იხილავს


მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, რომელიც კინოთეატრებსაც შეეხო, ფილმების გადამღები ჯგუფები მაინც დაუღალავად შრომობდნენ, რათა ქრისტიანულ რწმენაზე დაფუძნებული ახალი ფილმები შეეთავაზებინათ მაყურებლებისთვის.

ამ ჩამონათვალში იმ ფილმების სიას შემოგთავაზებთ, რომლებსაც მაყურებელი 2021 წელს კინოთეატრებში იხილავს:



„ქრისტეს ვნებანი: აღდგომა“


ეს გახლავთ 2004 წელს გადაღებული ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილი, რომელიც ქრისტეს აღდგომის შესახებ იქნება. ფილმში მოქმედება პირველი ნაწილის დასასრულიდან გაგრძელდება. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეიმს კევიზელი ამბობს: „ეს იქნება უდიდესი ფილმი მსოფლიო ისტორიაში, სახელწოდებით ‘ქრისტეს ვნებანი: აღდგომა.’“


იესოს როლის შემსრულებელმა მსახიობმა ჯეიმს კევიზელმაც ისაუბრა ფილმის მეორე ნაწილის შესახებ. იგი ისევ იესოს როლს შეასრულებს. ფილმის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არაა ცნობილი.



"გამომსყიდველი სიყვარული"

ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების წიგნის შინაარსზე.

„ამ წიგნის მეშვეობით უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. მჯერა, რომ ფილმის მეშვეობითაც ძალიან ბევრის ცხოვრება შეიცვლება.“ – აცხადებს ფილმის პროდიუსერი სინდი ბონდი.


ტრეილერის მიხედვით, ერთ-ერთი მსახიობი ქალი აცხადებს, რომ ის არაა მორწმუნე, თუმცა წიგნი უბიძგებს მას, გადაამოწმოს თავისი არჩევანი. „არ ვარ მორწმუნე, მაგრამ ეს წიგნი რწმენის სურვილს მიჩენს.“ – ამბობს მსახიობი.


ფილმის გამოშვება 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.


„იესოს რევოლუცია“


Lionsgate და Kingdom Story Company გაერთიანდნენ ფილმისთვის, რომელიც 1970-იან წლებში კალიფორნიის სამხრეთში მომხდარ სულიერ გამოღვიძებას შეეხება. იგი ცნობილია, როგორც „იესოს მოქმედება.“


მთავარი როლის შემსრულებლები იქნებიან მსახიობები: ჯიმ გაფიგანი და იოელ კორტნი.