ბევრი ჩვენგანისთვის გარდაცვალება შეიძლება საშიში მოვლენა იყოს, არავინ არ იცის რა ელის სიკვდილის შემდეგ და სიკვდილის სარეცელზე ასეთმა უიმედობამ შეიძლება მოუსვენრობა გამოიწვიოს.
წმინდანები მსგავს მოუსვენრობას არ განიცდიდნენ. არ ეშინოდათ დიდი გაურკვევლობის და იმედით იღებდნენ საკუთარ სიკვდილს. ეს იყო ის, რასაც ელოდნენ და სწორედ ამიტომაც დიდი სიხარულით იღებდნენ მას, როდესაც მათი ჟამი მოვიდოდა.
იმედის ასეთი სულისკვეთება ვლინდება წმინდანების მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმულ სიტყვებში, იმ მომენტში, როცა ხედავდნენ, თუ რა მოელოდათ მარადიულობაში.
გთავაზობთ 11 წმინდანის სიკვდილის წინა სიტყვას:
წმინდა ტერეზა ლიზიელი
“მივაღწიე იმ წერტილს, რომელშიც აღარ ძალმიძს ტანჯვა, არამედ ყოველი ტკივილი ტკბილია ჩემთვის…. ღმერთო ჩემო,მიყვარხარ”.
წმინდა ავგუსტინე
“იყოს ნება შენი, მოდი უფალო იესო”.
წმინდა ანტონი პადოველი
“ვხედავ ჩემს უფალს”...
წმინდა დედა ტერეზა კალკუტელი
“იესო მიყვარხარ, იესო მიყვარხარ”...
წმინდა იოანე პავლე II
“მომეცით საშუალება წავიდე მამის სახლში”...
წმინდა მამა პიო
“იესო, მარიამ!”.
წმინდა თომას მორი
“ვკვდები, როგორც მეფის კარგი მსახური, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უფლის მსახური”.
წმინდა ჟანა დარკი
“იესო, იესო, იესო, იესო”.
წმინდა მარია გორეტი
“ვპატიობ ალესანდრო სერენელს (თავის მკვლელს).... და მსურს, რომ ჩემთან ერთად იყოს მარადიულად ზეცაში”.
წმინდა როზა ვიტერბოელი
“ვკვდები სიხარულით, ვინაიდან მწყურია შევუერთდე ჩემს უფალს. ისე იცხოვრე, რომ სიკვდილის არ გეშინოდეს. ის, ვინც დედამიწაზე კეთილად ცხოვრობს, სიკვდილი მისთვის სატანჯველი კი არა, ტკბილია და ძვირფასი”.
წმინდა იოანე ბოსკო
“გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც ძმებს, კეთილი უყავით ყველას, ბოროტს ნუ ისურვებთ სხვებისთვის. უთხარით ჩემს ბიჭებს, რომ ველოდები ყველა მათგანს სასუფეველში”.
წყარო: pl.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
.
Św. Teresa z Lisieux
„Osiągnęłam punkt, w którym nie jestem już w stanie cierpieć, ponieważ wszystkie cierpienia są dla mnie słodkie… Boże mój, kocham Cię”.
Comments