top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

19 დეკემბერს ახალშენში წირვას ეპისკოპოსი აღავლენს


ფოტო: ნათია ფეიქრიშვილი

ქუთაისის სოფელ ახალშენში, 19 დეკემბერს, შაბათს, წმინდა წირვას კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო აღავლენს.


ლიტურგია 15:30 საათზე დაიწყება.


„ეკელსიის დღესასწაულზე „ქრისტე სამყაროს მეფე“, ჩვენი ეპისკოპოსი ვერ ჩამოვიდა ახალშენში, COVID-ის გამო. ამიტომ იგი წირვას ჩაატარებს შაბათს. ვთხოვ ყველას წირვაში მონაწილეობას. ეს იქნება კარგი მომზადება შობის სადღესასწაულო წირვისათვის“, - ამბობს “წმ. იოსების მცირე ასულთა“ კონგრეგაციის მონაზონი, ანა მარია კრიველარი.


ახალშენის საკრებულოს დღესასწაული ტრადიციულად, 22 ნოემბრეს, „ქრისტე სამყაროს მეფის“ დღესასწაულზე აღინიშნება.


/თაკო ფეიქრიშვილი/


0 comments
bottom of page