top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2 მარტი პაპმა მშვიდობისთვის ლოცვისა და მარხვის დღედ გამოაცხადა

Updated: Mar 2, 2022



“ყველას მოგიწოდებთ 2 მარტი, ნაცრისყრის ოთხშაბათი, გაატაროთ მარხვაში მშვიდობისათვის. ყველა მორწმუნეს ვთხოვ ეს დღე გაატარონ ინტენსიურ ლოცვასა და მარხვაში”.


პაპ ფრანცისკეს თხოვნით, 2 მარტი მთელს მსოფლიოში მშვიდობისათვის ლოცვისა და მარხვის დღედ გამოცხადდა.


„ჩემს გულში დიდი ტკივილია უკრაინაში გაუარესებული სიტუაციის გამო. მიუხედავად დიპლომატიური ძალისხმევისა,ბოლო კვირაა,უფრო საგანგაშოსცენარით ვითარდება მოვლენები. ეს კი ჩემი და მთელი მსოფლიოს შეშფოთების მიზეზია“.


წმინდა მამამ გენერალური აუდიენციის ბოლოს მიმართა ყველა ქვეყანას შეუდგენენ სინდისის გამოცდას, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას, შტატებსა და უკრაინას შორის გამწვავებული ვითარების გამო. რამაცსაერთაშორისო საზოგადოება შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიიყვანოს.


„მოვუწოდებ ყველას, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ატარებს, გამოცადონ თავიანთი სინდისი ღვთის წინაშე, რომელიც არის მშვიდობის და არა ომის ღმერთი,ყველას მამა, რომელსაც სურს ვიყოთ ძმები და არა მტრები. მე ვლოცულობ ომში ჩათრეული ყველა მხარისთვის, რათა მათ თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი და დამაზიანებელი ქმედებებისაგან“, – განახადა პაპმა.


აუდიენციის ბოლოს პაპი გამოვიდა კონკრეტული მოწოდებით, გავატაროთ დღე ლოცვაში. “ახლა კი მსურს მივმართო ყოველ მორწმუნეს თუ არამორწმუნეს, იესო გვასწავლის, რომ ეშმაკის უაზრო ძალადობაზე უნდა ვუპასუხოთ ღმერთის იარაღით. ეს კი არის ლოცვა და მარხვა. მოგიწოდებთ ყველას, 2 მარტს, ნაცრისყრის ოთხშაბათს იმარხულოთ მშვიდობისათვის. მოვუწოდებ ყოველ მორწმუნეს ინტენსიურ ლოცვასა და მარხვაში გაატარონ დღე, რათა მშვიდობის დედუფალმა შეგვინარჩუნოს მშვიდობა და დაგვიცვას ომის უაზრობისგან.”.


წყარო: www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page