top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიაში მიცვალებულთა მოხსენიების დღეა


ყველა მორწმუნე მიცვალებულთა მოხსენების დღეს, კათოლიკე ეკლესიაში ღრმა თეოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხაზს უსვამს ადამიანური არსის საიდუმლოს, საწყისიდან სასრულამდე. ჩვენს რწმენაში შეტანილი სიახლე - ეს არის იმედი. ქრისტიანებს სწამთ ღმერთი, რომელიც არა მხოლოდ შემოქმედი, არამედ მსაჯულიცაა.


გარდაცვალება მხოლოდ და მხოლოდ კარია…


ღმერთი არის მსაჯულიც და მისი სამსჯავრო არის დროისა და სივრცის მიღმა, მარადიულ ცხოვრებაში, სადაც უფლის სასუფეველი სრულიად იქნება რეალიზებული, მისი სამსჯავრო კი ორმაგი. თუ ქრისტეში გარდავიცვალეთ, ჩვენი ქმედებების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამო, ჟამის მიწურულს ასევე ვიქნებით მოწოდებულნი მთელი კაცობრიობის ქმედებების გამო იმიტომ, რომ განვლიეთ ცხოვრება მასთან თანაზიარებაში და მიღებული ვიქნებით წმინდანთა დასთან თანაზიარებაში. სწორედ ესაა დღევანდელი მოხსენიება. ეკლესია არ ივიწყებს თავის მიცვალებულ ძმებსა და დებს და ლოცულობს მათთვის, გვთავაზობს ეკლესია მანუგეშებელ ლოცვებს, მიცვალებულთა წესის აგებას და მოწყალების გაღებას, რომ განსაწმენდელში მყოფმა სულებმაც კი მიაღწიონ ღმერთის ხილვის დიდებას.


ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი


სიკვდილი - გარდაუვალი ფაქტია, ამას ყოველი ჩვენგანი ადრე თუ გვიან თავის თავზე გამოცდის. ქრისტიანულ კონცეფციაში ეს სულაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. პირიქით, ეს ღმერთის ნების საპირისპიროც კი არის. უფალი გვაძლევს სიცოცხლეს, ხოლო სიკვდილი არის უბრალოდ ჩვენი ცოდვების შედეგი. თუმცა ღმერთი ქრისტეში ჩვენს ცოდვებს შედეგებითურთ თავის თავზე იღებს. სწორედ ამიტომ არის, რომ სიკვდილი არის უფლის კარამდე მისასვლელი გზა. ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებით, შეგვიძლია დავძლიოთ შიში და ტკივილი, რომელსაც ჩვენი ან ვინმე ახლობლის სიკვდილის წინ განვიცდით. საბოლოოდ, მორწმუნისათვის არ არსებობს განსხვავება ცოცხალსა და გარდაცვლილს შორის, რადგან გარდაცვლილები კი არ მოკვდნენ, არამედ გარდაიცვალნენ. ანუ მიწიერ ფუნქციებს მოკლებულნი, ელიან გარდასახვას აღდგომაში.


მიცვალებულთა ხსენების წარმოშობის ისტორია


მიცვალებულთა მიმართ პატივის მიგების წესი კაცობრიობის დასაბამიდან იღებს სათავეს, მაგრამ ქრისტიანობაშირადიკალურად იცვლება ადრეული წესები. პირველი ქრისტიანების კატაკომბებზე გამოსახავდნენ ხოლმე ლაზარეს გამოსახულებას, რაც იყო გარდაცვლილთა ახლობლების სურვილი, რომ მათი მიცვალებულიც ლაზარესავით დაჰბრუნებოდნენ სიცოცხლეს ქრისტეს მეშვეობით, მხოლოდ IX საუკუნეში ჩნდება მიცვალებულთა მოხსენიების ლიტურგიული წესი. საფუძვლად კი დაედო VII საუკუნეში მონასტრებში მიცვალებულთა სულებისათვის მუდმივი ლოცვების ტრადიცია. თუმცა აღნიშნული იდეა უკვე არსებობდა ბიზანტიურ წესში, რომელსაც ეწოდებოდა შვიდეული (მეშვიდე დღე). ეს იყოიანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისს შორის წინა შაბათი.


მოგვიანებით, 809 წელს, ტრიერის ეპისკოპოსმა ამალარიუს ფორტუნატუს მეტცელმა, მიცვალებულთა ხსენების დღედ განსაზღვრა წმინდანთა მოხსენიების მომდევნო დღე.


საბოლოოდ, 998 წელს, კლუნის აბატის, ოდილონის მერკურის ბრძანებით, მიცვალებულთა მოხსენიება დაინიშნა 2 ნოემბერს და წინ უძღოდა ცხრადღიანი მომზადების პერიოდი, რომელიც ცნობილია, როგორც გარდაცვლილთა ცხრადღეული (ნოვენა) და იწყებოდა 24 ოქტომბერს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page