• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2 ოქტომბერი მფარველი ანგელოზების მოხსენიებაა



სიტყვა ანგელოზი ნიშნავს წარგზავნილს. ასე, რომ მათი სახელწოდება ნათლად მიგვითითებს მათსავე ფუნქციაზე ანუ არიან ღვთის წარგზავნილები სამყაროში. ღმერთის რჩეული ერი მუდამ მიაგებდა პატივს ანგელოზებს კეთილსურნელებით. „განა ყველანი მსახური სულები არ არიან? რომლებიც წარგზავნილი არიან მათდა სამსახუროდ, რომლებმაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?“ (ებრ. 1.14)


რაოდენ დიდი თავდაჯერებულობას გვმატებენ ჩვენი მფარველი ანგელოზები. ისინი გვამშვიდებენ, ცოდნას გვაძლევენ, გვერდში გვიდგანან, იბრძვიან ჩვენს მხარეს.

ანგელოზები ხშირად ძველი აღთქმაში არიანნახსენები. იქ, ისინი წარმოჩენილი არიან ღვთის მრჩევლებად და წარგზავნილებად.


ანგელოზები აბსოლუტურად სრულყოფილი ქმნილებები არიან, მათ შეუძლიათ იქ შეაღწიონ, სადაც ადამიანი ვერ შეაღწევს, ისინი ღმერთს ჭვრეტენ პირისპირ და მისი სიდიადის სხივებში ნეტარებენ.


ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ანგელოზები ხშირად მოვლენილან ადამიანის სახით, რათა ღვთის განზრახვა ეხარებინათ, მიეთითებინათ გზა და გაემხილათ ღვთის ნება კაცობრიობისთვის.


ანგელოზები არიან ზეციდან მოვლენილი მრჩევლები. ისინი აუწყებენ, ცოდნას იძლევიან, აღძრავენ, შუამდგომლობენ და იცავენ.


როდესაც მოხდა ძლიერი შებრძოლება, მტრებს ზეციდან გამოეცხადა ოქროს უნაგირებით შემკულ ცხენებზე ამხედრებული ხუთი თვალწარმტაცი მამაკაცი, ორი მათგანი წინ მიუძღვოდა იუდეველებს, მათ მაკაბელის ლაშქარი მოიქციეს შუაში და იფარავდნენ თავიანთი იარაღით, დაიფარეს იგი უვნებლად, ხოლო მტრებს სტყორცნიდნენ ისრებსა და მეხს, ასე რომ მეხისაგან თავგზააბნეულები და დაბრმავებულები აქეთ–იქით იფანტებოდნენ. (2მაკაბ. 10.29–30).


იესო ქრისტეს ცხოვრებასა და მსახურებაში მუდამ ვხედავთ ანგელოზების მონაწილეობას. გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამს, რომ იგი შობდა მაცხოვარს. ანგელოზმა შეიტანა იოსების სულში სიმშვიდე. ანგელოზებმა აუწყეს ბეთლემელ მწყემსებს უფლის შობა. უფლის ანგელოზები ეგვიპტეში გაქცევის სცენაში ჩნდებიან, ისინი ასევე არიან უფლის გამოცდისას უდაბნოში და გეთსამანიის ბაღში აგონიისას. სწორედ ანგელოზები აუწყებენ უფლის აღდგომას და მონაწილეობენ ამაღლებისას. ისინი იფარავენ ეკლესიას და ყოველ მის წევრს. ამის შესახებ გვეუბნება მოციქულთა საქმეების წიგნი (საქმ. 5.19–20). უძველესი გადმოცემა ასე ამბობს: “ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე”(იოან.1.51).


ანგელოზები ხელში აყვანილს გვატარებენ, როგორც ღმერთისაგან მათდამი მინდობილ საჩუქარს, სწორედ ისე, როგორც დიდები უფრთხილდებიან პატარებს ოჯახში. ასევე ანგელოზებიც გვეხმარებიან წარმატებით მივიდეთ მამის სახლში.


წყარო: sib-catholic


შოთა გიქოშვილი