2021 წლის 9 აპრილს, ძმა დემეტრე თბილელისა და მისი სულიერი ძმების მოწამეობიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით მარიამის ზეცად აღყვანების ტაძარში აღვლენილი წირვის შემდგომ გაიმართა სამწყსო წლის ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდათა დაჯილდოება:
I ადგილი: ვალეს სამრევლოს ახალგაზრდები
II ადგილი: ივანე ფეიქრიშვილი(თბილისი)
III ადგილი: ჭიათურის ახალგაზრდები
გამარჯვებული ლოგოს ავტორები გახდნენ ვალის სამრევლოს ახალგაზრდები.
მათი განმარტება ლოგოს შესახებ ასეთია:
საქართველოს რუკა - მწვანე ფერი - სიმშვიდის ნიშანი
ფატიმის ღვთისმშობელი - ლურჯი - მარიამის შესამოსელის ფერი (ამ წლის ოქტომბრის თვეში პორტუგალიიდან საქართველოში ჩამოაბრძანებენ ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებას).
შროშანი - წმიდა იოსების სიწმინდის ნიშანი.
ოქროსფერი - დიდებისა და ძალის ნიშანი. 2021 წელი - წმიდა იოსების წელიწადი.
ძმა დემეტრე - ლათინური ანბანის ასო T (ტაუ) - ფრანცისკელთა ნიშანი (ვინაიდან ძმა დემეტრე თბილელი ფრანცისკელი ბერი იყო);
წითელი ფერი - მოწამეთა ფერი.
ოთხ ფერში (ლურჯი, მწვანე, ოქროსფერი, წითელი) გამოსახული ჯვარი - კათოლიკე ეკლესიის მისიის ნიშანი მთელ მსოფლიოსა და საქართველოში.
2021 წლის, როგორც სამწყსო წლის ლოგოს შესარჩევად კონკურსი საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა გამოაცხადა.
წყარო: ჟურნალი "საბა"
(2021 წლის, აპრილი)
Comments