2021 წლის მარტში პაპი ფრანცისკე ერაყს ესტუმრება


ფოტო © VaticanNews - პაპი ფრანცისკე და ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალიჰი

15 თვიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს პაპი ქვეყნებში ვიზიტებს ერაყიდან განაახლებს.


წმინდა საყდრის პრეს-სამსახურის უფროსის, მათეო ბრუნის განცხადებით, ერაყის სახელმწიფოსა და ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის მოწვევით, 2021 წლის 5-8 მარტს პაპი ფრანცისკე ოფიციალური სამოციქულო ვიზიტით ერაყს ეწვევა.


ეს იქნება პირველი სამოციქულო ვიზიტი 15 თვიანი პაუზის შემდეგ.


იგი მოინახულებს ბაღდადს, ურის დაბლობს, რომელიც აბრაამთან არის დაკავშირებული და ასევე ეწვევა ქალაქებს ერბილს, მოულსა და კარაკოშ ნინევეს დაბლობს.


წმინდა მამის ვიზიტის პროგრამა გლობარული ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების წესების გათვალისწინებით გამოქვეყნდება.


ამ ვიზიტს ერაყში საკმაოდ დიდი ხანია ელოდებიან. ვიზიტი ჯერ კიდევ 2018 წლის შობის დღესასწაულზე, სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის სტუმრობის დროს დაიგეგმა.


„პაპი მიიწვიეს ერაყში 2018 წლის თებერვალში, მაშინ, როცა ეპისკოპოსები ვატიკანში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ქალდეური წესის პატრიარქმა ლუის რაფაელ საკომ, რომელმაც ვიზიტის გეგმა დეტალებში წარმოადგინა:


„დაგეგმილია შეჩერება ურიში, საიდანაც აბრაამი წავიდა აღთქმულ მიწაზე. ასევე იქნება ერთობლივი შეხვედრა მუსლმიებთან, რის შემდეგაც პაპი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს ბაღდადში. ბოლოს კი, წირვას აღავლენს ებრილში, ლტოლვილებთან, რომლებიც დღემდე ამ ქალაქში რჩებიან. ასევე წმინდა მამა ესტუმრება მოსულს, სადაც დომინიკელი ბერები მუშაობენ ქალაქის სულის გამოცოცხლებისათვის“.


ჩამონათვალში ნახსენები არ არის ნაჯაფი. აქ სტუმრობა იყო კარდინალ საკოს შეთავაზება. კარდინალი იმედოვნებდა, რომ წმინდა საყდარი დაალაგებდა ურთიერთობას შიიტურ სამყაროსთან სხვადასხვა ინიციატივებით, როგორც ეს მოხდა სუნიტ მუსლიმებთან. ალ-აზხარის ინსტიტუტთან ურთიერთობების დალაგების შემდეგ, პაპი ფრანცისკე ხუთჯერ შეხვდა დიდ იმამს ახმედ ალ-ტაიბოს, ასევე მონაწილეობა მიიღო ქაიროს მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციაში და ხელი მოაწეა დოკუმენტს აბუდაბიში დიდ იმაიმ ალ-აჟართან ერთად.


შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს პაპი ფრანცისკე ერაყის ელჩს იტალიაში სოფია ალ-სუაჰილს შეხვდა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო პაპის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებდა და ინფორმაცია ატარებდა კონფიდენციალურ ხასიათს. არ არის გამორიცხული, რომ მათ ასევე განიხილეს ერაყში არსებული სიტუაციაც.


შემდგომ, 11 სექტემბერს, ერაყის ელჩმა მახრან ფახრან ალ-დემირმა პაპ ფრანცისკეს გადასცა უსტარი. „ელჩმა გამოთქვა კმაყოფილება ვატიკანის სახელმწიფოს მიმართ, სურვილი გამოხატა დიალოგის გაღრმავებისა და ვატიკანსა და ერაყის შორის, ორმხივი ურთიერთობების გამტკიცების“, - ნათქვამია საელჩოს ჩანაწრებში.


1-ელ ივლისს ელჩი აუდიენციაზე მიიღო ქალდეური წესის პატრიარქმა, რაფაელ საკომ. საპატრიაქროს ინფორმაციით, განხილვის საგანი გახდა ვატიკანისა და ერაყს შორის ურთიერთობებისა და ძმური თანაცხოვრების ფასეულობების გავრცელება. მთავარი საკითხი კი, პაპის ერაყში ვიზიტი იყო. მიუხედავად პაპის ვიზიტის დამკიცებული გეგმისა, კიდევ მოხდება ჯანდაცვის საკითხებში გლობალური სიტუაციის გადამოწმება.

წყარო: VaticanNews

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 CATHOLIC.GE