• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

22 ივლისი – მარიამ მაგდალელის მოხსენიება



"მოციქულთა მოციქული" – ასე უწოდებს მას თომა აქვინელი. მისი სახელი მაგდალელი დაკავშირებულია მის მშობლიურ სოფელ მაგდალასთან, რომელიც ტიბერიის ტბის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობდა.


ლუკა მახარებელი მერვე თავში ჰყვება, რომ იესო დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და ქადაგებდა ღვთის სასუფევლის მოახლოებას, მასთან ერთად იყვნენ თორმეტი მოწაფე და ზოგიერთი დედაკაცთაგან, რომლებიც განკურნა არაწმინდა სულებისგან და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყო მარიამი მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი დემონი განდევნა.


როგორც ბიბლიისტიკა გვასწავლის, „შვიდი დემონი“ შეიძლება ნიშნავდეს რაიმე, ძალზედ მნიშვნელოვან ფიზიკურ ან მორალურ უძლურებას, რომლისგანაც გაათავისუფლა ის იესომ. თუმცა ტრადიცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ამბობს, რომ მარიამ მაგდალელს, როგორც მეძავს დაეხმარა.


ლუკა მახარებელი მეშვიდე თავში აღწერს ანონიმური „ცნობილი ცოდვილის“ მოქცევაზე, რომელმაც, ფარისევლის სახლში, იესოს ფეხებზე სცხო სურნელოვანი ნესლაცხებელი, დაუსველა თავის ცრემლებით და თავისი თმებით შეუმშრალა. ტექსტის მიხედვით, იმ უცნობი მეძავის პიროვნება გაიგივებულია მარიამ მაგდალელთან. თუმცა არის გარკვეული გაუგებრობები.


კარდინალ რავაისის მოსაზრებით, მსგავსი ნელსაცხებელი იესოს სცხო მარიამმა, მართასა და ლაზარეს დამაც, თუმცა სხვა ვითარებაში, როგორც ამას აღგვიწერს იოანე მახარებელი. ხალხური გადმოცემების მიხედვით, მარიამ მაგდალელი ზოგ შემთხვევაში გაიგივებულია მარიამთან, რომელიც ბეთანიიდან იყო. შემდეგ, ის აერიათ გალილეველ მეძავში.


მარიამ მაგდალელი კვლავ ჩნდება იესოს ცხოვრების ყველაზე დრამატულ და მძიმე წუთებში. იგი მიაცილებს მას გოლგოთის გზაზე და სხვა ქალებთან ერთად რჩება, რათა შორიდან ადევნოს თვალი მის ჯვარცმას. მისი ერთგულება ჩანს მაშინაც, როცა იოსებ არიმათიელმა გამოითხოვა იესოს გვამი და დაკრძალა, რის შემდეგაც დიდი ლოდი მიაგორეს მის სამარხს. სწორდ მარიამი მივიდა სამარხთან შაბათის მეორე დღეს, კვირის პირველი დღის დილას და დაინახა გადაგორებული ლოდი, გაიქცა და აუწყა პეტრეს და იოანეს, რომლებმაც მიირბინეს შემდეგ სამარხთან და აღმოჩინეს ცარიელი სამარხი.


ორი მოწაფე დაბრუნდა სახლში, მარიამ მაგდალელი კი დარჩა სამარხთან და ტიროდა. სწორედ აქ იწყება ბილიკი, რომელიც ნაბიჯ–ნაბიჯ მიდის ურწმუნოებიდან რწმენამდე. როცა დაიხარა სამარხისკენ, იხილა ორი ანგელოზი და უთხრა მათ, რომ არ იცის, სად წაიღეს უფლის გვამი. როდესაც მოტრიალდა თვით იესო იდგა მის წინაშე, მან ვერ იცნო იგი და იფიქრა, რომ ბაღის დარაჯი იყო. როდესაც მამაკაციმა ჰკითხა მიზეზი თუ ვის ეძებდა და რატომ ტიროდა, მარიამმა უთრხა: „შენ წაიღე იგი, მითხარი სად დაასვენე და მე წამოვიღებ“. მაშინი იესომ მას სახელით მიმართა „მარიამ“. ის კი შებრუნდა და უთხრა: „რაბი“, რაც ებრაულიდან ნიშნავს „მოძღვარო“. შემდეგ იესომ მას უთხრა: „ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან. წადი, ჩემს ძმებს უთხარი, მამაჩემთან და მამათქვენთან ავდივარ. ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“. წავიდა მარიამი და აუწა მოწაფეებს: „ვიხილე უფალი, რომელმაც ეს მაუწყა“(იოანე 20).


მარიამ მაგდალელი პირველია დედაკაცებს შორის, რომელიც გაჰყვა იესოს და აცხადებს მის სახელს, როგორც სიკვდილზე გამარჯვებულს. იგი მოწაფეა, რომელმაც პირველმა აუწყა ყველას აღდგომის სასიხარულო ამბავი. როცა ღვთის ძე შემოდის ისტორიაში, მარიამი იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც ყველაზე მეტად შეიყვარეს იგი და ამას აჩვენებს კიდეც.


მარიამ მაგდალელი გოლგოთის მთაზე, იესოს ჯვრის ქვეშ ღვთისმშობელ მარიამთან და იოანე მოციქულთან ერთად იყო. იგი სხვა მოწაფეებივით შიშის გამო არ გაქცეულა, არამედ ერთგული დარჩა მოქცევიდან იესოს სამარხის კარამდე.

პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 22 ივლისიდან, მარიამ მაგდალელის მოხსენიება აყვანილ იქნა დღესასწაულის რანგში. მან ამით ხაზი გაუსვა მისი პიროვნების, როგორც ქრისტეს ერთგული მოწაფის მნიშვნელობას.


Catholic.ge