top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ზაქარია და ელისაბედი იოანე ნათლისმცემლის მშობლების მოხსენიება

Updated: Jun 24

23 ივნისს, კათოლიკე ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, წმინდა ზაქარიასა და ელისაბედს მოიხსენიებს. ერთი დღის შემდეგ, 24 ივნისს კი, წმინდა იოანეს შობის დიდდღესასწაულია.


იუდეის მეფის, ჰეროდეს დროს, იყო ერთი მღვდელი აბიას ტომიდან, სახელად ზაქარია. მას ცოლად ჰყავდა აარონის ფესვიდან გამოსული ქალი, სახელად ელისაბედი. ისინი ღმერთის ერთგული და მართალი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ უფლის რჯულს, მაგრამ არ ჰყავდათ შვილები, ვინაიდან, ელისაბედი უშვილო იყო და თან ორივე ხანდაზმულები იყვნენ (ლუკა. 1,5-7).


23 ივნისს, ეკლესია მოიხსენიებს წყვილს, რომლებიც იყვნენ წმინდანის მშობლები. ლუკას სახარება მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც ღვთის რჯულის ზედმიწევნით დამცველი იყო. ელისაბედის უშვილობა მისი მარგინალიზაციის მიზეზი გახდა.


ელისაბედისა და ზაქარიას ისტორია გვასწავლის, რომ არ უნდა დავკარგოთ იმედი, ვინაიდან, ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. ზაქარია არის მღვდელი, გამოსული აბიას შტოდან, იმ ოცდაოთხთაგანი, რომელიც დავითმა დააყენა ტაძარში ყოველკვირეული მსახურების მოსაწესრიგებლად. ელისაბედიც ასევე მღვდლის შთამომავალი იყო და ისინი დასახლდნენ აინ ქარენში. მათი ქორწინება არ იყო ნაკურთხი შვილის დაბადებით. უნაყოფობა, ყველა დროში, მარგინალიზაციის მიზეზი იყო. მიუხედავად ამისა, მათ უყვარდათ ერთმანეთი ცხოვრობდნენ ერთობაში, სიმშვიდესა და სიმართლეში.


ერთ დღეს, როცა ზაქარია ტაძარში მსახურობდა, გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ახარა თავისი ცოლის, ელისაბედის ფეხმძიმობის ამბავი.

მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია ღვთისმოსავი იყო, უფალს სთხოვა ნიშანი დასარწმუნებლად. სამაგიეროდ კი, დადუმდა შვილის შობის მერვე დღემდე, შემდგომ კი ამოიდგა ენა და წარმოთქვა სახელი, რომელიც უნდა დაერქმია ყრმისთვის. ეს სახელი კი იყო იოანე.


როდესაც სიყვარული ნამდვილია, იგი იზრდება და იღებს ნაყოფს და იქცევა ერთ დიდ ხედ. სწორედ ამიტომ, ლუკა მახარებელი მოგვითხრობს ამ წყვილზე, რომელიც გახდა უფლის მადლის ღირსი, რათა ეჩვენებინა, თუ როგორ ახდენს სასწაულებს უფალი, მისდამი მინდობილი ადამიანების ცხოვრებაში.


ამ ორი უდიდესი წმინდანის ცხოვრება გვასწავლის, რომ გული, რომელსაც ნამდვილად უყვარს, გამოსცდის უფლის ძალას, არა საკუთარი გეგმების წყალობით, არამედ იმ ღვთის ნებით, რომელიც მუდამ დამოუკიდებელია და რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ყოველთვის უპირობო რწმენით.


ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად, ელისაბედის როლი არის – იყოს დედა იმისა, რომელიც შემდგომში მოუმზადებს გზას იესოს. დედა იოანე ნათლისმცემლისა.


ელისაბედი თავის თავში გრძნობს უფლის მადლს ისევე, როგორც გრძნობდა მუცელში ყრმის ზრდას, ისევე, როგორც იგრძნო მისი შეთამაშება მუცელში თავისი ნათესავის, მარიამის სტუმრად მისვლისას. მარიამმაც მოისმინა ანგელოზის უწყება, რომელსაც დაუყოვნებლივ უპასუხა „დიახ“. ისიც აღივსო მადლით. ეს არის იმ ორი ქალის შეხვედრა, რომლებიც თავის საშოთი ატარებენ ხსნის ისტორიას.


ზაქარია, იოანეს შობის შემდეგ, როცა იწყებს ხელახლა ლაპარაკს, წარმოთქვამს უფლის სადიდებელ სიტყვებს – Benedictus. ასევე ცნობილია, ზაქარიას საგალობელი, რომელშიც წმინდანი ღმერთს მადლობს იმისათვის, რაც მოხდა: „კურთხეულ არს ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მოხედა თავის ხალხს და მოუმზადა გამოსყიდვა. თავისი მსახურის დავითის სახლში აღიმაღლა ძლიერება ხსნისა, როგორც უცხადებდა თავისი წმინდა წინასწარმეტყველთა პირით, ჩვენს მამებს, აბრაამსა და მის შთამომავლობას საუკუნოდ“.... ელისაბედსა და ზაქარიაზე სახარებები მეტს არაფერს არ გვამცნობენ, თუმცა არც არის საჭირო მეტი იმისათვის, რომ გავიგოთ ჭეშმარიტი არის სოცოცხლისა და ცხოვრებისა გულმოწყალებაში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page