• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

22 ივნისი – წმინდა თომას მორის მოხსენიება


2000 წელს პაპმა იოანე პავლე II- მ წმინდა თომას მორი სახელმწიფო მოღვაწეთა და პოლიტიკოსთა მფარველად გამოაცხადა.


იგი წმინდა იოანე ფიშერთან ერთად, ერთადერთი ინგლისელი ეპისკოპოსი იყო, რომელიც არ ასრულებდა მეფე ჰენრი VIII- ის მოთხოვნებს.


ეკლესია მის მოხსენიების დღეს 22 ივნისს აღნიშნავს.


თომას მორი (1478-1535წწ.) ინგლისელი იურისტი, მწერალი და პოლიტიკოსი იყო. ლონდონში დაბადებულმა იურისპრუდენცია ოქსფორდში შეისწავლა და 1504 წელს ინგლისის პარლამენტში შევიდა.


იქორწინა ჯეინ ჰოლტზე და მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მისი მეგობრის, ერაზმ როტერდამელის მსგავსად, იგი ცნობილი იყო როგორც ჰუმანისტი მეცნიერი.


მან გამოიგონა სიტყვა "უტოპია", რაც შეიძლება ნიშნავდეს "კარგ ადგილს" ან "ადგილის არარსებობას"!


1504 წელს 27 წლის მორი პარლამენტისთემთა პალატისწევრადაირჩიეს. იმავე წელს მეფე ჰენრი VII– მ თემთა პალატისაგან მოითხოვა დაემტკიცებინათ ახალი სუბსიდია, 38 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მეფის ასულის, მარგარიტას გათხოვებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად. დეპუტატთა წინაშე გამოსულმა თომას მორმა იმდენად გაბედულად და დამაჯერებლად უარყომეფის მოთხოვნა, რომ თემთა პალატამ მას სავსებით დაუჭირა მხარი.


მეფეს უნდოდა მისი დასჯა, მაგრამ თემთა პალატის წევრების ხელშეუხებლობის გამო, მთელი რისხვა მორის მამას დაატეხა თავს. ჰენრიმ იგი ტაუერში დაამწყვდია და 100 გირვანქა სტერლინგის ჯარიმის გადახდისთანავე გაათავისუფლა. ამ ინციდენტის შემდეგ რეპრესიების შიშით მორი თავს ანებებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.


1509 წელს, ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ, ტომას მორი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ შეუდგა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1510 წელს იგი აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. 1515 წელს მორი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება ფლანდრიაში, სადაც იგი გაიცნობს გამოჩენილ ნიდერლანდერ ჰუმანისტს პეტრე ეგიდიუსს. აქვე იგი იწყებს თავის ცნობილ ნაწარმოებზე „უტოპიაზე“ მუშაობას.


1521 წელს მორი დაინიშნა ხაზინადრის თანაშემწის თანამდებობაზე.ამასთან ერთად მან მიიღო რაინდის წოდება და მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში. 1522 და 1525 წლებში, მეფის ბრძანებით მორს საჩუქრად გადასცეს მიწები ოქსფორდსა და კენტის საგრაფოებში. 1523 წელს, მეფის თანხმობით, ტომას მორი აირჩიეს თემთა პალატის თავმჯდომარედ, მიუხედავად ასეთი დიდი წყალობისა, მორი არ გამხდარა მეფის მორჩილი იარაღი პარლამენტში. 1529 წელს ტომას მორი ინგლისის ლორდ-კანცლერი ხდება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისში ეს პოსტი დაიკავა ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელმა.


სიკვდილით დასჯა

ჰენრი VIII-ისა დამორის შეჯახება მორის დაღუპვით დამთავრდა. მეფეს სურდა გაჰყროდა თავის პირველ ცოლს ეკატერინე არაგონელს და დედოფლის ლამაზი სეფე-ქალი ანა ბოლეინი შეერთო ცოლად.


მეფეს ამისათვის სჭირდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი კანცლერისაგან — თომას მორისაგან. მაგრამ მორმა მხარი არ დაუჭირა მას და უარი თქვა ხელი მოეწერა პაპის მიმართ წერილზე, სადაც უნდა მოეთხოვა, რომ გაუქმებულიყო ჰენრის ქორწინება ეკატერინე არგონელთან.


მის წინააღმდეგ დაუყოვნებლი