top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

24 თებერვალს მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინება

24 თებერვალს, იტალიის დროით 18:00 საათზე, რომის ეპარქიის მთავარ საკათედრო ტაძარში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების წლისთავზე, მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინება.



წმინდა იოანეს ლატერანის ტაძარში ლიტურგიას გაუძღვება რომის ეპარქიის ვიკარი, კარდინალი ანჯელო დე დონატისი; მასში მონაწილეობას მიიღებენ იტალიაში უკრაინის, ბიზანტიურის წესის კათოლიკეთა ეგზარქოსი, ეპისკოპოსი დიონისე ლახოვიჩი და სარაევოს ემერიტუსი ეპისკოპოსი პერო სუდარი. ეს უკანასკნელი მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასკონფლიქტების შესახებ, რომელშიც 90-იან წლებში მისი ქვეყანა იყო გახვეული.


ლიტურგიაზეგაჟღერდება იმ ქვეყნების სია, რომლებშიც დღესაც ომი მიმდინარეობს.


“სამწუხაროდ, ჩვენ, არა თუ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს, არამედ შეშფოთებული ვართ იმით, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებისა და მშვიდობის დამყარებისათვის დღეს ერთადერთი შეთავაზება იარაღის მიწოდების გზაა. ჩვენ, მორწმუნეები ვერ დავეთანხმებით ამას; ჩვენ არ გვსურს შევურიგდეთ ჭეშმარიტი მშვიდობის არარსებობის გადაწყვეტილებას, თუმცა არც იმ ილუზიით ვიკვებებით, თითქოს შერიგების გზა იოლი იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთხოვთ უფალს მშვიდობას და გვსურს ვაშენოთ იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მცირე და დიდი საქმეების მეშვეობით”, – აღნიშნა კარდინალმა დე დონატისმა.


ლოცვას ლატერანის საკათედრო ტაძრიდან Telepace - სა დარომის ეპარქიის facebook გვერდის პირდაპირ ეთერში აჩვენებენ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comentários


bottom of page