• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

24 ივლისი – წმინდა შარბელ მახლუფის მოხსენიება


“ყოველი ადამიანი უფლის მიერ წუთისოფლის გასანათებლად შექმნილი ალია. ყოველი ადამიანი ლამპარია, რომელსაც ღმერთი ანათებს და აძლევს ნათელს”, – წმ. შარბელი.


იოსებ ანტუნი, იგივე წმინდა შარბელი გლეხის ოჯახში დაიბადა. იგი 4 ძმასთან ერთად, ლიბანის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა. მისი ბავშვობა ადრე დასრულდა. სამი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, დედამ კი მეორედ იქორწინა ღვთისმოსავ ადამიანზე, რომელიც მღვდელი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით გახდა.


იოსებისთვის სასიამოვნო იყო მამინაცვლის მოსმენა, ისევე, როგორც სიამოვნებდა თავის ორ განდეგილ ბიძაზე საუბარი, რომლებიც მსახურობდნენ წმინდანთა ხეობაში. მისთვის ბიძები სამაგალითო იყვნენ და სურდამათ კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან ბიძები იუსეფს მოუწოდებენ რომ თავის ოჯახს დახმარებოდა.


ათი წლის ასაკში იგი მწყემსად წავიდა, თუმცა თავისუფალ დროს ერთ გამოქვაბულში ლოცვაში ატარებდა. ეს გამოქვაბული ამჟამადმომლოცველთა ადგილია, მას “წმინდანთა გამოქვაბული” ეწოდება.


იუსეფი იქამდეც გრძნობდა, რომ ღვთის მოწოდებას, მაგრამ მშობლების ნება–სურვილს ვერ ეწინააღმდეგებოდა.


ერთ ღამეს, როცა ლოცულობდა, გარკვევით მოისმინა ღვთის ხმა. გამთენიისას კი გაემართა მაიფუქში, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ისე, რომ გზად არავის მისალმებია.


1851 წელს, როცა მას 23 წელი შეუსრულდა, რამდენიმე თვეში ლიბანის, მარონიტების ორდენის ბერი გახდა. სახელი შეიცვალა და შარბელი დაირქვა, რაც ასირიულ ენაზე ღვთის ისტორიას ნიშნავს.


შარბელისასწრაფოდ შეუდგა ღვთისმეტყველების შესწავლას, ამავდროულად უვლიდა ღატაკებსა და ავადმყოფებს. თავის მისიას მორჩილად,ნაბიჯ–ნაბიჯ ასრულებდა და თან მინდორში მუშაობდა. თუმცა მისთვის პრიორიტეტული ლოცვა და განჭვრეტა იყო.


1875 წელს, ძმა შარბელმა მზაობა იგრძნო ეცხოვრა მარონიტთა განდეგილი ორდენის წესებით, რომლის თანახმადაც ბერები განაწილებული არიან სამ კაციან მცირე საკრებულოებად. ეს მისთვის მეორედ დაბადების ტოლფასი იყო. მიეცა საშუალება ლოცვის, მუშაობის, სინანულის, მარხვისა და დუმილის.


ბერის თავმდაბლობაზე მოწმობს მისი ღარიბული კელია, რომელსაც მხოლოდ წმინდა წირვის აღსრულების დროს ტოვებდა. 1898 წელს, სწორედ ერთ–ერთი წმინდა წირვისას, გარდაქმნის დროს,შარბელმა თავი ცუდად იგრძნო.

8 დღიანი ავადმყოფობის შემდეგ კი, შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს გარდაიცვალა.


მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში სასწაულების მოხდა. ბერები მოწმობდნენ, რომ ღამ–ღამობით ძმა შარბელის სამარხიდან არაბუნებრივი სინათლე ამოდიოდა. ერთ დღეს კი სამარხის გახსნა გადაწყვიტეს და ნახეს, რომ მისი სხეული უხრწნელად იყო შენახული და სხეულის ტემპერატურა ცოცხალი ადმიანის ტემპერატურის მსგავსი იყო.


იგივე რამ ორჯერ განმეორდა, როცა გახსნეს მისი სამარხი, მისი სხეულიდან გადმოდიოდა სისხლი და წყალი.


1950 წელს, ბოლო გადამოწმებისას, მისი სახე სუდარაზე იყო აღბეჭდილი. მაშინ სასწაულებრივად ბევრი ადამიანი განიკურნა. მთელ ქვეყანას მოედო მდუმარე ბერის სიწმინდის ამბავი, მისი შუამდგომლობით კიდევ უამრავი სასწაულებრივი განკურნება მოხდა. ეკლესიას უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა. პაპმა პავლე მეექვემ იგი ნეტარად შერაცხა, შემდეგ კი წმინდანად. პაპი შარბელს ასე მოიხსენიებდა: “მას შეუძლია დაგვანახოს სიმდიდრესა და კომფორტში გახვეულ სამყაროში, სიღარიბის, მონანიებისა და ასკეტიზმის უდიდესი ფასი, რათა გავათავისუფლოთ სულები ღმერთამდე ასამაღლებლად”.


წმიდაშარბელისმოხსენიებისდღეა 24 ივლისი.

კათოლიკეეკლესიაასახელებსწმიდაშარბელთანდაკავშირებულსასწაულებს, რომლისსაფუძველზეციქნაიგინეტარადდაწმიდანადშერაცხული:

• უწმიდესიგულისსახელობისმონასტრისდისმარიააბელკამარისგანკურნება;

• ბაატბადელიისკანდარნაიმაობეიდასგანკურნება;

• ამანელიმარიამაბადისგანკურნება.

წმიდაშარბელისგარდაცვალებისშემდეგმომხდარმრავალრიცხოვანსასწაულთაშორისგანსაკუთრებითცნობილიანოხადელშამის, 55 წლისდამბლადაცემულიქალისგანკურნება.


1993 წლის 22 იანვრისღამითმანსიზმრადიხილამისსასთუმალთანმდგომიორიმარონიტიბერი. ერთ-ერთმამათგანმამასხელიშეახოკისერზედაგანკურნაიგი. გამოღვიძებულქალსკისერზეორიჭრილობააღმოაჩნდა. იგისავსებითგამოჯანმრთელდადაშეძლოთავისუფლადსიარული. ქალიმიიჩნევდა, რომიგიწმიდაშარბელმაგანკურნა, მეორებერშიკიმანწმიდამარონი შეიცნო.



catholic.ge

0 comments