• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

26 იანვარს ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის - პაპი



რუსეთ–უკრაინის საზღვრებთან არსებული საომარი მოქმედებების გამო, პაპმა ფრანცისკემ მთელი ევროპის კონტინენტს შესთავაზა აღინიშნოსმშვიდობისათვის ლოცვის დღე: “დაე,ყოველი პოლიტიკური ქმედება და ინიციატივა იყოს ძმობისა და ადამიანობის მსახურებისათვისდა გათავისუფლებულიპარტიზანული ინტერესებიდან ”.


ლოცვის ძალა სიძულვილის, ომებისა და სიკვდილიანობის დაძლევაშია. როგორც 2021 წელსლიბანში, 2018 წელსკონგოსა და ჩრდილოეთ სუდანში, და 2013 წელსსირიაში, პაპი ფრანცისკე ახლაც მოუწოდებს ქრისტიანებს რწმენით აღუდგნენ წინ კაცობრიობის საფრთხეებს.


ომის საფრთხე რამდენიმე კვირაა მძვინვარებს რუსეთ–უკრაინის საზღვარზე, ხოლო დიპლომატია ცდილობს შეთანხმების გზები იპოვოს. სიტუაციამ აღაშფოთა პაპი ფრანცისკე, რომელმაც ამ მიზეზით, 26 იანვარი მშვიდობისათვის ლოცვის დღედ გამოაცხადა. ეს განცხადება წმინდა მამამ, ღვთის სიტყვის მესამე კვირა დღეს, ანგელოზის ლოცვის დასასრულს გააჟღერა.


“მე, შეშფოთებით ვადევნებ თვალ–ყურს დაძაბულობის ზრდას, რომელიც უკრაინის სახელმწიფოზე ხელახალი დარტყმის საფრთხეს ქმნის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების საკითხიც, ამას კი უფრო ფართომასშტაბური შედეგები მოჰყვება”.


წმინდა მამა გულითადად მოუწოდებს ყველას ილოცონ და იმოქმედონ არა პირადი, არამედ საერთო ინტერესების გათვალისწინებით.


„მოვუწოდებ ყველა კეთილი ნების ადამიანს აღავლინონ ლოცვა ყოვლისშემძლე ღმერთისადმი, რათა ყოველი პოლიტიკური ქმედება და ინიციატივა ემსახურებოდეს ადამიანურ ძმობას და დაცლილი იყოს პარტიული ინტერესებიდან. ის, ვინც საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესების დაკნინებით ახორციელებს, უგულებელყოფს მოწოდებას –იყოს ადამიანი. ვინაიდან ჩვენ, ყველანი ძმებად ვართ შექმნილი.


მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, გთავაზობთ მომდევნო ოთხშაბათი, 26 იანვარი გამოვაცხადოთ მშვიდობისათვის ლოცვის დღედ“. რუსეთ–უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობა ნამდვილად იწვევს მთელი საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას.


დიპლომატიური წარმომადგენლობები ზრდიან შეხვედრებისა და ვიდეოკონფერენციების რიცხვს,რათა ჩაახშონ რუსეთის მხრიდან მომდინარე საომარი აგრესია.


დიდი ბრიტანეთის აზრით, მოსკოვი უკრაინაში პრორუსული ლიდერის დაყენებასაც კი განიხილავს. რუსეთის მხრიდან პასუხი იყო საკმაოდ ხისტი. „ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს სიცრუის გავრცელება“,– ნათქვამია კრემლის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ნებისმიერი სახის საომარი ნაბიჯების გადადგმას უარყოფს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი