• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

26 მარტი –– კათოლიკე მღვდლის ემანუელ ვარდიძის გახსენება


ემანულ ვარდიძე საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ერთ–ერთი უკანასკნელი ქართველი კათოლიკე მღვდელი იყო. 2021 წლის 26 მარტს, მისი გარდაცვალებიდან 55 წელი შესრულდა.


მამა ემანუელი წარმოშობით სოფელ არლიდან იყო. სწავლობდა კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. მღვდლად 23 წლის ასაკში რომში ეკურთხა.


იგი 1921 წლიდან 1966 წლამდე, გარკვეული ინტერვალებით, თბილისის წმ. პეტრე და წმ.

პავლე მოციქულთა ტაძრის წინამძღვარი იყო. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში კი, მას წმიდა საყდრის სამოციქულო ადმინისტრატორის ფუნქციაც დაეკისრა. როგორც სააქრივო მასალებიდან ირკვევა, მამა ემანუელ ვარდიძე საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი, ეკლესიაში აქტიურად მუშაობდა: "ვარდიძე მჭიდროდ იყო

დაკავშირებული ამერიკის, გერმანიის და იტალიის საკონსულოებთან თბილისში.

მათი დახმარებით მან შესძლო საქველმოქმედო საქმიანობის გაშლა, სკოლების,

ბავშვთა სახლებისა და უსახლკაროთა თავშესაფრების გახსნა"


"აქტიური საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და მალე, მას საერთოდ აუკრძალეს საქველმოქმედო საქმიანობა. შემდგომ კი დააპატიმრეს კიდეც. საერთო ჯამში, მ. იმანუელ ვარდიძე, სხვადასხვა ვადით, 1921-1946 წლებში რელიგიური მოღვაწეობისა და საბჭოთა

ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო 6-ჯერ იყო

დაპატიმრებული და გადასახლებული", - წერს ისტორიკოსი და რელიგიათმცოდნე ნუგზარ ბარდაველიძე.


ემანუელ ვარდიძე 1966 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძრის ეზოში, თბილისში.


გთავაზობთ კათოლიკეთა ჟურნალ "საბას" სტატიას, მამა ემანუელ ვარდიძის შესახებ.


მამა ემანუელ ვარდიძე

(ძმისშვილის მოგონებანი)


ბავშვობიდან მესმოდა ოჯახში საუბარი “ბატონი პაპას” შესახებ. ასე

გამაცნო ბებიამ კედლიდან მომზირალი, მკაცრი გამომეტყველების მოხუცი,

წარწერით: “შენ ხარ მღვდელი, საუკუნოდ, მელქისედეკის წესით”. თავიდან

ცოტა უცნაურად მომეჩვენა, თუ პაპაა, ბატონს რატომ ეძახიან მეთქი. მაგრამ

მერე მივხვდი, რომ ეს უდიდესი მოწიწების და პატივისცემის ნიშანი იყო

მამა ემანუელ ვარდიძის მიმართ. ბებია ხშირად მიყვებოდა სახელოვანი ბიძის

შესახებ, მეც უფრო და უფრო მაინტერესებდა და ბევრ შეკითხვას ვუსვამდი.

ქვემოთ მინდა შემოგთავაზოთთ ბებიაჩემის, სალომე ვარდიძის, მოგონებანი

მამა ემანუელ ვარდიძის შესახებ.


მამაჩემს ორი ძმა მღვდელი ჰყავდა, ხოლო ერთი და _ მონაზონი. უფროსმა

_ ალიოზმა სომხური წესი აირჩია. მან ცხოვრების ბოლო წლები ხიზაბავრაში

გაატარა, სადაც რეპრესიების დროს დაიჭირეს და გადაასახლეს.


უმცროსი და-ძმა, პეტრე (მღვდლობაში ემანუელი) და მაკა, ჯერ კიდევ

მცირეწლოვანნი, ბიძამ კონსტანტინოპოლის (სტამბულის) ქართველ კათოლიკეთა

მონასტერში წაიყვანა სასწავლებლად. პეტრემ თავიდანვე დიდი ნიჭი და სიბეჯი