• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

3 მაისი – წმიდა მოციქულების ფილიპესა და იაკობის მოხსენიება


წმიდა მოციქულებს ფილიპესა და იაკობს ბევრი რამ აკავშირებთ. ისინი ერთმანეთს სიცოცხლის პერიოდში შეხვდნენ, მაშინ, როცა გაჰყვნენ იესო ქრისტეს, გახდნენ მისი უახლოესი მოწაფეები და 12 მოციქულთაგანნი. შემდგომში იყვნენ იესოს სიტყვების გამავრცელებელნი. ორივე მოწამეობრივად აღესრულა და ერთად არიან დაკრძალული რომში, 12 მოციქულის სახელობის ბაზილიკაში. თავდაპირველად, ბაზილიკა მხოლოდ ამ ორი მოწაფის სახელს ატარებდა.


ფილიპე მოციქული - „მოდი და გამომყევი“


„მოდი და გამომყევი“ – ეს ის სიტყვებია, რომლითაც მიმართავს იესო ფილიპეს. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შეცვლილიყო მისი ცხოვრება.


წარმოშობით ბედსაიდელი, იოანე ნათლისმცემლის ყოფილი მოწაფე, დიდხანს ელოდა მესიას, იესომ იგი დააჯილდოვა და ერთ-ერთი პირველი გახდა, მოხმობილთა შორის.

ასევე იგი იყო უდაბნოში იესოსთან ერთად, პურისა და თევზის გამრავლების სასწაულამდე რამდენიმე ხნით ადრე. სწორედ მან ჰკითხა იესოს, თუ სად უნდა ეშოვნათ იმდენი პური, რომ დაეპურებინათ ხალხი.


ეს ის ფილიპეა, რომელიც საიდუმლო სერობის დროს, იესოს ეუბნება, რომ აჩვენოს მათ ზეციერი მამა. სულთმოფენობის შემდეგ, მან გადალახა მცირე აზია, რათა ეხარებინა ქრისტე სკვითებისა და პართელებისათვის, მან იქ ბევრი ადამიანი მოაქცია. ბოლოს, ფრიგიის იეროპოლისში თავდაყირა აცვეს ჯვარს და აღესრულა მოწამეობრივად.


იაკობ მოციქული - „იესოს ძმა“


წმიდა პავლე იაკობს იესოს ძმას უწოდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა ყოფილიყო იესოს ოჯახის უახლოესი ნათესავი. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, იაკობი იესო ქრისტეს ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო ანუ ალფესისი ძე, ძმა წმიდა იოსებისა.


იაკობს ასევე ჰყავდა ძმა, ისიც იესოს მოწაფე იყო – იუდა თადეოსი. იაკობი იყო მცირედ წოდებული, რათა განესხვავებინათ იაკობ უფროსისგან. სწორედ ეს იაკობი ხელმძღვანელობდა 50 წელს ჩატარებულ იერუსალიმის კრებას, სადაც იმ დროისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილებოდა. მაგალითად, წინადაცვეთა.


ჩვენ მას მუდამ იესოსთან ერთად ვხედავთ. იგი მას ასევე ეცხადება აღდგომის შემდეგ.

იაკობი ყოველთვის გამოირჩეოდა სამგალითო ქცევით. იგი არ ჭამდა ხორცს, არ სვამდა ღვინოს და ინახავდა მარხვას. სწორედ ამიტომ, მას უწოდეს „მართალი“.


მისი სიტყვებია „რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია“.


იგი აღესრულა მოწამეობრივად 62-66 წლებში და სავარაუდოდ, ჩაქოლეს.


მოამზადა შოთა გიქოშვილმა

0 comments