top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

61 წლის ასაკში მღვდლად ნაკურთხი გენერალი



მღვდელ ჰენრი პილოტს უყვარდა სიცილი, იცინოდა ბევრს და ყველაფერზე, მათ შორის,თავის თავზეც. მაშინაც კი, როცა სმენა დააკლდა, მაინც უსმენდა მუსიკას.იგი ბედნიერი ადამიანის ცოცხალი მაგალითი იყო.


ჰენრი პილოტის მღვდლად ხელდასხმა უჩვეულო იყო, ხოლო მისი ცხოვრება ბევრი მსახურისთვის შთაგონების წყარო გახდა.


ამ ყველაფერს თან ახლდა კალენდარული დამთხვევები, რომელიც შეიძლება შემთხვევითად არც ჩაითვალოს.


15 მაისს, კვირას, რომში ოფიცერ ცეზარ დე ბუსის კანონიზაცია მოხდა, რომელიც მღვდელი იყო. ორი დღის შემდეგ, ლიონში დაკრძალეს გენერალი, რომელიც ასევე მღვდელი იყო.


ჰენრი პილოტმა არაჩვეულებრივი კარიერა გაიკეთა. მისი გზა საფრანგეთის სენ–სირის სამხედრო აკადემიიდან ლიონის საუნივერსიტეტო სემინარიამდე გადის. მან გადაიარა ალჟირის მთები, კოეტვიანოს მწვერვალები და ალპები. მისმა ხელდასხმამ, რომელიცეპისკოპოსმა დეკურტაიმ აღავლინა, დიდი სენსაცია გამოიწვია.


ჰენრიმ ხელდასხმა 61 წლის ასაკში მიიღო. იგი პირველი სამხედრო გენერალი იყო, რომელიც ლიონის ეპარქიის სამღვდელო დასის რიგებში შევიდა.


მისთვის, როგორც სამხედრო ოფიცერისთვის, ასაკის, პიროვნებისა და ჩვევების გათვალისწინებით, რთული იყო მღვდლადგახდომა ისე, როგორც სხვა ჩვეულებრივი ადამიანები აკეტებდნენ ამას. იგი თავისმა ქარიზმამ სწრაფად მოარგო ახალგაზრდა სკაუტებისა და კარტოზიელი ბერებისადმი მსახურებას, როგორც კაპელანი.


სკაუტებმა ცოტა რამ იცოდნენ მღვდლის სამხედრო კარიერის შესახებ, რადგან ცოტას საუბრობდა საკუთარ თავზე. მისი წოდება საკმარისი იყო მათი ფანტაზიის გასაღვივებლად, ხოლო ათასობით წვრილმანი, მორთული ყუმბარა და ჩარჩოში ჩასმული მედლები, რომლებიც ამშვენებდა მის ბინას, მათ აღტაცებულ თვალებს უფრო და უფრო უფართოებდა.


მჯდომარე, ლამაზი გარეგნობით, მოკლე ულვაშებითა და ხელის ჩამორთმევით, ამ კაცმა განავითარა თავისი წინა პროფესიის ესთეტიკა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხანდახან მაღალფარდოვნად საუბრობდა, არასდროს წარმოაჩენდა თავს მორალურ ავტორიტეტად და არ მონაწილეობდა ღრმა თეოლოგიურ დისკურსში.


იგი იყო მღვდელი ახალგაზრდებისთვის და მათ სამაგალითოდ ემსახურებოდა. დიდ ყურადღებას უთმობდა მისდამი მინდობილ ადამიანებს. ყველაფრის მიუხედავად, არ კარგავდა ურთიერთობების სიხარულს, ონავრულ გამოხედვას, რომელსაც ასაკმა ვერაფერი დააკლო, სიცილის სურვილს, რომელიც ანათებდა მის სახეს და რომლის ხარხარიც ავსებდა მთელს ოთახს.


მან პირნათლად შეასრულა თავისი ორმაგი მოწოდება. მის შესახებ დღეს მრავალი ადამიანი, სკაუტი მოწმობს. დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილი თავიანთი “Padre”-ს მიმართ და საუბრობენ იმაზე, თუ რა როლი ითამაშა მათ პიროვნების ჩამოყალიბებაში ზრდასრულ ასაკში გადასვლის ზღურბლზე.


მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქვეყნისა და ეკლესიის მსახურებას, როგორც ბრიგადის გენერალმა და იესო ქრისტეს მღვდელმა. გარდაიცვალა როგორც შვებულებიდან დაბრუნებული სკაუტი.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი
bottom of page