top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

7 დეკემბერი – წმინდა ამბროსი მილანელის მოხსენიება

Updated: Dec 7, 2021



7 დეკემბერს კათოლიკე ეკლესიაში წმინდა ამბროსი მილანელის მოხსენიების დღეა.


წმინდანს, როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში მოიხსენიებენ.

ეკლესიის მამა და მასწავლებელი ამბროსი მილანელი დაიბადა დაახლოებით 339 წელს, ტრევიზაში, არისტოკრატის ოჯახში. მისი მამა იყო რამიენასა და გალიის პრეფექტი იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის პერიოდში.


ამბროსი ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი იყო, ჰყავდა ორი დედმამიშვილი. და მარჩელინა, რომელმაც ღმერთს მიუძღვნა ცხოვრება და დარჩა ქალწული, ხოლო ძმა ურბანიუს სატირუსი, ცნობილი, როგორც წმინდა სატირი.


წმინდა ამბროსი არის დასავლეთის პირველი ეკლესიის წმინდანი, რომელიც დაიბადა და აღიზარდა ქრისტიანულ ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა შვილებთან ერთად გადავიდა რომში, რათა შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა.


წმ. ამბროსიმ რომში მიიღო განათლება და გახდა სამართლის, რიტორიკისა და გრამატიკის მცოდნეობის სპეციალისტი. იგი შემდგომში იკავებდა, როგორც რუფინის პრეფექტის ადგილს, ასევე დიდ თანამდებობას იმ დროინდელ სასამართლოში.


370 წელს გახდა ლიურიისა და ემილიის გუბერნატორი და იჯდა მილანში. მილანი კი იმ დროისათვის ასრულებდა დასავლეთ რომის იპერიის სამეფოს დედაქალაქის როლს.

შემდგომში, მას შესთავაზეს მილანის ეპისკოპოსობა. რაზეც თავიდან უარი განაცხადა, ხოლო შემდგომ დაჰყვა ხალხის ნებას და იმის გამო, რომ მოუნათლავი იყო, 374 წელს 24 ნოემბერს მოინათლა, ხოლო 7 დეკემბერს მიიღო საეპისკოპოსო სანი.


ლეგენდა გვიყვება, რომ როდესაც ამბროსი იყო ბავშვი, ერთხელ მოფრინდნენ ფუტკრები, დაასხდნენ მას ბაგეებზე, შემდგომ კი გაფრინდნენ მაღლა ზეცისკენ, ისე, რომ მისთვის არაფერი უვნიათ. ეს გახდა წმინდა ამბროსის მამისთვის ნიშანი, რომ იგი მომავალში დიდი ადამიანი უნდა გამხდარიყო.


წმინდა ამბროსი 397 წლის 4 აპრილს, დიდ შაბათს გარდაიცვალა.


コメント


bottom of page