top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

8 თებერვალი – წმიდა ჟოზეფინა ბახიტა


8 თებერვალს, კათოლიკე ეკელსია წმიდა ჟოზეფინა ბახიტას მოხსენიებას აღნიშავს.


პატარა გოგონას კაბა არც კი სცმია იმ მომენატმდე, სანამ მას ორმა უხეშმა მამაკაცმა არ გადააუჭრა გზა, დანა მიადეს და გაიტაცეს ისე, თითქოს ქათამს იპარავდნენ საქათმიდან. ამ დღიდან მისი ცხოვრება კოშმარად იქცა, 9 წლის შეშინებულ გოგონას დაავიწყდა საკუთარი სახელი, დაავიწყდა მშობლების სახელებიც და ის ადგილიც, სადაც ბენდიერად ცხოვრობდა.


მონობა

არაბი მონებითმოვაჭრეები ცდილობდნენ მისთვის სამოსელი არ წაერმიათ. მას შეარქვეს ახალი სახელი „ბახიტა“, რაც არაბულიდან ნიშნავს წარმატებულს. ბავშვისთვის ამ სახელის შერქმევა ბოროტი ხუმრობა იყო. იგი სამხრეთ სუდანში 1869 წელს დაიბადა. ხელიდან ხელში გადადიოდა, როგორც ნივთი ხარტუმისა და ელ-ობეიდას მონათა ბაზრებზე. ერთხელ, როცა თავის ბატონს, თურქ გენერალს ემსახურებოდა, დანით 114 ჭრილობა მიაყენეს და მარილი დააყარეს. მისი შრამები შესამჩნევი იყო...


ნათელი

ერთ მშვენიერ დღეს, ბახიტას ცხოვრების სარკმელში ნათელმა შემოანათა. იგი იტალიის ვიცე კონსულმა, კალისტო ლენიამიმ ხარტუმის ბაზარზე ერთ-ერთი მოვაჭრისაგან იყიდა. ბახიტამ ცხოვრებაში პირველად ჩაიცვა კაბა და შეაბიჯა სახლში. სწორედ ამ დროს, დაიხშო მისი ენითაღუწერელი ტანჯვის კარი. ეს ამოსუნთქვა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, იტალიელი ჩინოვნიკი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო იტალიაში, სუდანში მიმდინარე ომის გამო. ბახიტა ასე იხსენებდა ამ მომენტს: „მე გავბედე და ვთხოვე მას (კალისტოს) თან წავეყვანე, იტალიაში“. ჩინოვნიკი დასთანხმდა და 1884 წელს ბახიტა აღმოჩნდა იტალიის მიწაზე, სადაც ყოფილ მონას წარმოუდგენელი ბედი ელოდა. იგი მიკიელის ოჯახში, მათი შვილის ალისციას ძიძა გახდა. მიკიელი მეგობრობდა ლენიამის ოჯახთან და ცხოვრობდნენ ძიანიგოში ვენეტოს პროვინციაში, მირანოსთან ახლოს.


პატარა შოკოლადისფერი და

წყვილი, ვისთანაც ბახიტა მუშაობდა, 1888 წელს იძულებული გახდა აფრიკაში გადასულიყო. 9 თვის ალიცია და ბახიტა კანოსიანელი დების ზედამზედველობაში, ვენეციაში დარჩნენ (კანოსიანელი დები. დედათა მონასტერი კათოლიკურ ეკლესიაში. ღვთიური სიყვარულის კონგრეგაციის ქალიშვილები). როცა მისი სხეული უკვე შემოსილი იყო, ბახიტამ გადაწყვიტა ეზრუნა საკუთარი სულის შემოსვაზეც. იგი 1890 წელს გაეცნო იესოს ცხოვრებას, ირწმუნა და მიიღო ნათლობის, მირონცხებისა და ზიარების საიდუმლოება ვენეციის პატრიარქის ხელიდან. მას ჟოზეფინა მარგარიტა ფორტუნატა უწოდეს (ფორტუნატა იყო ბახიტას თარგმანი იტალიურ ენაზე). 1893 წელს იგი კანოსიანელი დების კონგრეგაციაში მორჩილი გახდა. სამი წლის შემდეგ კი, დადო სამუდამო აღთქმები და შემდგომი 45 წელი მონასტერში მსახურობდა, როგორც მზარეული, სამლოცველოს მსახური და განსაკუთრებით მონასტრის მეჭიშკრე. იქ მან გაიცნო ქალაქის მცხოვრებნი და თავის მხრივ, ხალხმაც დააფასა შოკოლადისფერი დის ღიმილი, სიკეთე და რწმენა. ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ ხოლმე ენახათ მონაზონი.


„მე, სიამოვნებით დავუკოცნიდი მათ ხელებს“

1947 წლის 8 თებერვალს ბახიტა პნევმონიით გარდაიცვალა. მთელი მონასტრი დამწუხრდა მისი გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება მართლა წარმატებულად იქცა. იგი თავად ამბობდა: „კვლავ რომ შევხვდე იმ მამაკაცებს, რომლებმაც გამიტაცეს, მე, სიამოვნებით დავუკოცნიდი მათ ხელებს, ვინაიდან, ისინი, რომ არა, მე ვერ ვეზიარებოდი ქრისტიანობას და რწმენას“

მოამაზადა შოთა გიქოშვილმა

Commenti


bottom of page