
Catholic.ge – კათოლიკე ეკლესიის მედია საშუალება, ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
ვგმობთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებასა და ძალადობის წახალისებას, რომელმაც დღეს ათობით ადამიანს მიაყენა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზიანი.
საქართველოს კონსტიტუციით, მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის გარანტირებული უფლებაა და მიგვაჩნია, რომ მონაწილეებზე, აქტივისტებზე, უფლებადამცელებზე, ძალადობრივი თავდასხმები, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გაუმართლებელია.
ჩვენ, როგორც ერთი რელიგიური უმცირესობის ონაილ პორტალი, მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ მედიასაშუალებებსა და მათ ჟურნალისტებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ტექნიკა.
მიგვაჩნია, რომ მედიას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი დევნა კი ძალმომრეობის უხეში გამოვლინებაა.
ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები დროულად მოახდენენ რეაგირებას თითოეული ინდივიდის უფლების დარღვევის ფაქტებზე, რათა ადამიანებს მომავალში მაინც გაუჩნდეთ განცდა, რომ საქართველოში ისევე დაცულია უმცირესობათა უფლებები, როგორც უმრავლესობის!
პატივისცემით,
Catholic.ge-ს რედაქცია