top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აშოცკში 'მაცხოვრის დედის' სახელობის საავადმყოფოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა

Updated: Oct 20, 2021

სომხეთში, 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, საავადმყოფოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თარიღი აშოცკში საზეიმოდ აღნიშნეს. წირვასა და ღონისძიებაზე იმყოფებოდა წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.



"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მადლობა გადაგიხადოთ 30 წლის განმავლობაში ქალაქ აშოცკში „მაცხოვრის დედის“ სახელობის საავადმყოფოს არსებობისთვის.


იგი დაარსდა 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც დაახლოებით 80,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მისი შედეგები დღესაც იგრძნობა.


ამ "საველე საავადმყოფოს" აშენების გადაწყვეტილება პაპმა იოანე პავლე II–მ მიიღო, რადგან რეგიონს ძალიან სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება.


ჩვენ მადლიერი ვართ კამილიელ მამათა გულუხვი მსახურებისათვის, განსაკუთრებით კი, მადლობას ვუხდით მამა მარიოს. აგრეთვე გვახსოვს სხვა რელიგიური პირები, რომლებიც აქ მსახურობდნენ და განსაკუთრებულად და ნოელი, რომელმაც ამ საავადმყოფოს სიცოცხლე მიუძღვნა. ასევე გვახსოვს ერთგული ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი, რომლებიც ამ დაწესებულებას აძლიერებდნენ. ასევე ისინიც, ვინც მოხალისეობდა და დებდა საკუთარ დროსა და რესურსს იტალიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, სომხეთსა და მის ფარგლებს გარედან.


საავადმყოფო იყო და არის ადგილი, რომელიც კრებს პაპებსა და პატრიარქებს, კარდინალებსა და ეპისკოპოსებს, რელიგიურ და საერო პირებს, მორწმუნეებსა და ურწმუნოებს, ავადმყოფებსა და ჯანმრთელებს.


ის ყოველთვის იყო შეკრების ცენტრი და ხიდი სხვადასხვა სარწმუნოებისა და რასის ხალხებისთვის. მისი მიზანი მხოლოდ ქველმოქმედება არ იყო, არამედ იყო ქრისტიანული სული, რომელიც საზოგადოებას უბიძგებდა მეზობლისთვის მსახურებას რწმენითა და მეცნიერებით.


დაე, მისმა მფარველმა "მაცხოვრის დედამ" გააგრძელოს შუამდგომლობა და ზრუნვა ყველაზე, ვინც მუშაობს და დახმარებას ითხოვს საავადმყოფოში. Ღმერთმა დაგლოცოთ", – წარმოთქვა ღონისძიებაზე ვატიკანის ელჩმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა.




catholic.ge

bottom of page