top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბენედიქტე XVI გერმანელ ეპისკოპოსს შეხვდა - ნახეთ როგორ გამოიყურება ახლა ემერიტუსი პაპი




მედია საშუალებებში, ემერიტუსი პაპის ბენედიქტე მეტექვსმეტის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც ერთ-ერთმა გერმანელმა ეპისკოპოსმა მასთან შეხვდრის შემდეგ გაავრცელა. ნახეთ თუ როგორ გამოიყურება ახლა ბენედიქტე მეთექვსმეტე.


„დღეს რომში შედგა ძმური და თბილი შეხვედრა. ემერიტუსი პაპი კვლავ ზრუნავს თავის მშობლიურ ეპარქიაზე პასაუში და დღემდე კარგად არის ინფორმირებული გერმანიის ადგილობრივი ეკლესიის საკითხებში“.



„მადლიერი ვართ მისი ლოცვებისათვის“ - წერს ტვიტერზე ეპისკოპოსი ოსტერი და თან ურთავს ბენედიქტე მეთექვსმეტესთან გადაღებული 5 ახალ ფოტოს.


2021 წლის 16 აპრილს პაპს 94 წელი შეუსრულდა. იგი კათოლიკე ეკლესიას სათავეში ჩაუდგა 2005 წლის 19 აპრილს, წმინდა იოანე პავლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო 2013 წლის თებერვალში.


ბენედიქტე მეთექვსმეტე კათოლიკე ეკლესიის რიგით 265-ე პაპი იყო.


წყარო: deon.pl


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page