top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დაამარცხეთ ინდივიდუალიზმის ვირუსი - პაპი ფრანცისკე


8 მაისს, პაპმა ფრანცისკემ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარასაჭერად გამართული საერთაშორისო კონცეტრის, Vax Live - ის მონაწილეებსა და მაყურებელს ვიდეო გზავნილით მიმართა.


„მივმართავ ასაკითა და სულით ახალგაზრდა ადამიანებს და მოვიკითხავ გულთბილად. მე, მოხუცი, რომელიც თქვენსავით ვერ ცეკვავს და ვერ მღერის, მაგრამ, თქვენსავით დარწმუნებულია, რომ უსამართლობისა და ბოროტების დამარცხება შესაძლებელია.

პანდემიამ ბევრ ადამიანს მოჰგვარა სატანჯველი და მოუსწრაფა სიცოცხლე, იგი შეეხო ყოველი ადამიანის ცხობრებას, განსაკუთრებით კი ყველაზე ჩაგრული ფენების ცხოვრებას. მან გაამწვავა ისედაც არსებული სოციალური და ეკოლოგიური კრიზისი. სიბნელისა და გურკვევლობის წინაშე მყოფ ადამიანებს სჭირდებათ იმედი და ნათელი განკურნების. ხსნის გზა, იმ განკურნებისა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სიმპტომებით, არამედ აღმოფხვრის თვით ბოროტების მიზეზს. დაავადებულ ფესვებში იმალება ინდივიდუალიზმის ვირუსი, რომელიც სულაც არ გვხდის უფრო თავისუფლებს, ძმურებსა და თანასწორებს, არამედ ადამიანებს აქცევს სხვების სატაჯველის მიმართ გულგრილებს.


აღნიშნული ვირუსის ერთი ვარიანტი არის ჩაკეტილი ნაციონალიზმი, რომელიც ხელს უშლის მაგალითად, ვაქცინის ინტერნაციონალიზმს.


ამ ვირუსის მეორე ვარიანტია, ინტელექტუალური საკუთრებისა და საბაზრო კანონების, ადამინის ჯანმრთელობასა და სიყვარულის კანონზე მაღლა დაყენება. ვარიანტებს შორის კიდევ ერთი არის ის, როცა მხარს ვუჭერთ არაჯანსაღ ეკონომიკას, რომელიც მხოლოდ ერთეულების გამდიდრებას ემსახურება, რომლებიც ფლობენ ყველანაირ სიკეთეებს ვიდრე დანარჩენი კაცობრიობა, ხოლო მრეწველობისა და გამოყენების მეთოდები ანგრევენ ჩვენს საერთო სახლს, ჩვენს პლანეტას“, - აღნიშნა წმიდა მამამ.


„ყველაფერი ეს ურთიერთკავშირშია. ნებისმიერი სოციალური უსამართლობა და ღარიბთა მარგინალიზაცია გავლენას ახდენს გარშემომყოფ საზოგადოებაზე, ვინაიდან ბუნება და ადამიანი ერთიანია. თუმცაღა შემოქმედი ღმერთი ჩვენს საზოგადოებაში ნერგავს ინდივიდუალიზმზე უარის მთქმელ ახალ და გულუხვ სულს, საერთო სიკეთეების განვითარების სულს. სამართლიანობის ეს შთაგონება აღგვანთებს ვიბრძოლოთ ვაქცინაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე ინტელექტუალური საკუთრების კანონების დროებით შეჩერებაზე. ერთობის სულის წყალობით შეგვიძლია შევქმნათ განსხვავებული, უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და მყარი ეკონომიკური მოდელი. გლობალური კრიზისიდან ვერ გამოვალთ ისეთივეები, როგორც ადრე, არამედ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესები, ან უარესები. ეს კი დამოკიდეულია უკეთესი გზების ძიებაში არსებულ შემოქმედებითობაზე“.

ვიდეო მიმართვის ბოლოს, პაპმა ფრანცისკემ აღავლინა ლოცვა ყოვლისშემძლე მკურნალისა და კაცობრიობის მხსენლის მიმართ, რათა ანუგეშოს ტანჯულნი და მიიღოს თავის დიდებაში გარდაცვლილნი, რათა დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს მიჰმადლოს ძმობისა და სოლიდარობის სული, რათა შევძლოთ შევიცნოთ ჩვენში, მის მიერ ჩადებული სიკეთე და სილამაზე და განამტკიცოს ერთობის კავშირი, საერთო პროექტები და იმედი.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

bottom of page