top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ევროპის ჩემპიონატზე სპორტის ფასეულობები ორმა ეპიზოდმა დაგვანახა’– პაპი


ამერიკის თასი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა –ეს ღონისძიებები 2020 წლისთვის იყო დადგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი 2021 წელს გადმოიტანეს. პაპმა ფრანცისკემ სპორტის სიღრმისეული ფასეულობების შესახებ ისაუბრა.



2019 წლის 11 მაისს, იტალიის სპორტის ასოციაციის წევრებს, რომლებიც კათოლიკე ეკლესიას უკავშირდებიან და რომლებიც სპორტის, როგორც აღზრდის საუკეთესო გზის პროპაგანდას ეწევიან, წმინდა მამამ უთხრა, რომ სპორტული თამაშებისას მოწინააღმდეგესთან შეხვედრას შეჯიბრი ეწოდება და არა შერკინება. იმიტომ, რომ ლამაზი გამარჯვებით, გარკვეული თალსაზრისით ორივე მხარე იმარჯვებს. მისივე თქმით, სასურველია მოწინააღმდეგეში ხედავდე მეგობარს და ძმას.


„სპორტის ფასეულობები, ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებით ორმა ეპიზოდმა დაგვანახა“, – ამბობს პაპი: „პირველი იყო დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა, როცა დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა მიიღო გულის შეტევა, მოედანზე მყოფმა ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სიჩუმეში განიცადეს ეს მძიმე პერიოდი. საოცრება ის გახლდათ, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოლოდინში, ფინეთის გულშემატკივრები სკანდირებდნენ სახელს „კრისტიან“, ხოლო დანიელი გულშემატკივარი სკანდირებდა გვარს –„ერიკსენ“.

შემდგომ კი, როცა შეიტყვეს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთე აღარ ემუქრეობდა, ყველა ერთად ხარობდა. მეორე ეპიზოდი კი მოხდა იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებისას. მატჩის ბოლოს, რომელიც იტალიის გამარჯვებით დასრულდა, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ არა მხოლოდ მიულოცა გამარჯვება იტალიის ნაკრებს, არამედ მოუწოდა მომავალი თაობის ფეხბურთელებს: „მომბეზრდა შეჯიბრებებზე ცრემლების ყურება, განსაკუთრებით კი ბიჭებისა და ბავშვების. ვერ ვხვდები, რატომ ტირიან. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ ცრემლების გარეშე მივიდეთ და მივულოცოთ გამარჯვება მოწინააღმდეგეს“, – განაცხადა მწვრთნელმა.


სპორტის ფასეულობების შესახებ რომის ეპისკოპოსი გამომცემლობა “La Gazzetta dello sport”-სა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციასაც ესაუბრა. მისი თქმით, ბურთი არის კარგი საშუალება დაუმეგობრდე მეორე ადამიანს, ერთმანეთის გაცნობით. გამოიწვიოთ ერთმანეთი, რათა შეამოწმოთ თქვენი შესაძლებლობები. ფეხბურთი არის გუნდური თამაში, იქ შეულებელია გაერთო ინდივიდუალურად. ეს ასევე სასარგებლოა გონებისა და გულისთვისაც, იმ საზოგადოებაში, რომლებიც ამჯობინებენ სუბიეტივიზმს ანუ უმთავრეს ადგილს უთმობენ საკუთარ „მე“–ს, როგორც აბსულუტურ პრინციპს.


2021 წლის 11 ივლისს, საფეხბურთო სამყაროში ორი უდიდესი მოვლენა მოხდა: შედგა საფინალო თამაში ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე ჩემპიონატისა „კოპა ამერიკა“, სადაც ფინალში ითამაშეს ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულმა ნაკრებებმა. იგი არგენტინის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ასევე შეგდა ევრო 2020–ის ფინალი, სადაც ფინალში იტალიისა და ინგლისის ნაკრებებმა ითამაშეს და იტალიის გამარკვებით დასრულდა. იტალიის ნაკრებს, თავისი არსებობის ისტორიაში, მეორედ ერგო წილად ევროპის ჩემპიონის ტიტული.


ამ დრომდე, ამ ტიტულს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ატარებდა.



შოთა გიქოშვილი
bottom of page