top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი აშშ–ს მშვიდობის საბჭოში მიიწვიეს – პაპი ამ წინადადებას განიხილავს

წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის ინფორმაციით, ვატიკანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღო მოწვევა, მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შესახებ. „პაპი ლეონ XIV  ამ საკითხს განიხილავს", - დასძინა კარდინალმა.



"პრეზიდენტი ტრამპი სხვადასხვა ქვეყანას იწვევს. მგონი, წავიკითხე, რომ იტალიაც განიხილავს, შეუერთდეს თუ არა ამ ინიციატივას. ჩვენც მივიღეთ ასეთი მოწვევა, პაპმაც მიიღო და ვფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ, ვსწავლობთ ამ საკითხს. ეს არის საკითხი, რომელზეც პასუხის გაცემას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განმარტა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა.

 

22 იანვარს, დავოსში ხელი მოეწერა პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით შექმნილ მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტს. ამ ორგანიზაციის წევრებს ის სამი წლის ვადით აირჩევს, თუ ისინი მუდმივი წევრობის პრივილეგიისთვის მინიმუმ ერთ მილიარდ დოლარს არ შეიტანენ.

 

თავდაპირველად, მშვიდობის საბჭო, ღაზას სექტორში დროებითი ხელისუფლების ზედამხედველობის ორგანოდ იყო წარმოდგენილი. თუმცა, პრესაში გამოქვეყნებული დოკუმენტების პროექტი მიუთითებს, რომ ის ახალ საერთაშორისო ორგანიზაციად იქცევა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მოგვარებაზეც იქნება ორიენტირებული. ტრამპი მისი უვადო პრეზიდენტი გახდება ფართო უფლებამოსილებით, წევრებისა და საბჭოს არჩევისა ვეტოს უფლებით.

 

21 იანვარს, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოწვევა 30-ზე მეტმა მსოფლიო ლიდერმა მიიღო.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page