top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვერონაში მსოფლიოს ყველაზე დიდი საშობაო ვარსკვლავი აინთო

Updated: Dec 10, 2020


იტალიის ქალაქ ვერონაში „ბრას“ მოედანზე 1-ელ დეკემბერს საშობაო ვარსკვლავი აინთო. იგი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საშობაო ვარსკვლავი.


უკვე 36 წელია, რაც ეს ვარსკვლავი ვერონაში შობის სიმბოლოს წარმოადგენს და დღესასწაულის მთავარი, ტრადიციული ატრიბუტია.


ვარსკვვლავი ალფრედო ტროიზის იდეის მიხედვით, არქიტექტორმა რეინოლდ ოლივიერამ დააპროექტა. კომეტის სიმაღლე 70 მეტრია, სიგრძე - 82 მეტრი, წვერი კი 22 მეტრის სიმაღლეს აღწევს, რაც საერთო ჯამში შეადგენს 80 ტონას.


ვარსკვლავი 1984 წელს, ეიფელის კოშკივის მსგავსად, ერთხელ დასამონტაჟებლად შეიქმნა, საშობაო ფესტივალისთვის, თუმცა წლების განმავლობაში, მოქალაქეების თხოვნით, ვარსკვლავი საშობაოდ ცენტრალურ მოედანზე იდგმება.


წლების განმავლობაში ვარსკვლავის სხვადასხვა გამოფენებზე წაღება სურდათ, თუმცა ქალაქმა იგი არ დათმო.


www.veronanews.net

bottom of page