top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კვიპროსის მწყემსმთავარი ქრიზოსტომოსი გარდაიცვალა


7 ნოემბერს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი. მისი სახელი ეკლესიაში დარჩება, როგორც ქარიზმატული წინამძღვრის, კვიპროსისა და ყველა ადამიანის დამცველის, რომელიც ქმნიდა ადგილობრივი ეკლესიის ახალ სახეს.


არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი კიბოსთან 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაცვალა. ამ მძიმე ჟამს ვინც მის გვერდით იყო, ყველა ერთხმად ამოწმებს მის თავმდაბლობას, ღირსეულობასა და ღრმა რწმენას. ასევე საუბრობენ სამწყსოს მიმართ მის მზრუნველობაზე.


კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 1941 წლის 10 აპრილს დაიბადა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, შევიდა მონასტერში, სადაც განაგრძო განათლების მიღება.


1972 წელს იქნა მღვდლად ხელდასხმული, ხოლო 6 წლის შემდეგ,აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 2006 წლიდან იგი უძღოდა კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას.


კვიპროსის ეკლესიის გარდა, ქრიზოსტომოსი ასევე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიო მართლმადიდებელ სასულიერო და საერო საზოგადოებაში. მან აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა, დაგმო რუსეთის აგრესია და რელიგიური მოტივებით ოკუპაციის გამართლება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page