top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV კლინიკიდან გაწერეს, კვირას იგი „უფლის ანგელოზის“ ლოცვას აღავლენს

1 hour ago
1 min read

17 ოქტომბერს, ნაშუადღევს, პაპი ლეონ XIV ჯემელის კლინიკიდან გაწერეს. Იგი დაემშვიდობა სამედიცინო გუნდს, რომელიც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა, ასევე ჯემელის საავადმყოფოში მყოფ სხვა პაციენტებსა და მნახველებს, რომლებიც მასთან შესახვედრად საავადმყოფოს გარეთ შეიკრიბნენ.


Კლინიკის დატოვებამდე, პაპს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შეხვედრა 13 წლის უკრაინელ გოგონასთან, ვარვარასთან ჰქონდა. გოგონამ ამავე კლინიკაში, ცოტა ხნის წინ, სიმსივნე დაამარცხა. პაპს იგი პირველად 31 დეკემბერს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეხვდა.

ვარვარამ პაპს მათი პირველი შეხვედრის ფოტოსურათი და რბილი სათამაშო აჩუქა, რათა წმინდა მამას გამოჯანმრთელების პერიოდში თან ჰქონოდა.


ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათს, იატლიის დროით 12:00 საათზე, ლეონ XIV–მ ჯემელის პოლიკლინიკის მეათე სართულზე, სპეციალურად მომზადებულ სამლოცველოში წირვა აღავლინა.


Რაც შეეხება პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად, წმიმდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მკურნალმა ექიმებმა ჩათვალეს, რომ პაპის საავადმყოფოდან გაწერა უკვე შესაძლებელია.


​ექიმები ლუიჯი კარბონე და სტეფანო მარგარიტორია პაპის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებენ:


​”დღეს დილით ჩატარებული სისხლის ანალიზებისა და გულმკერდის რენტგენოლოგიური კონტროლის შედეგების, აგრეთვე კლინიკური მდგომარეობის შეფასების შუქზე, მიჩნეულ იქნა, რომ წმინდა მამის საავადმყოფოდან გაწერა შესაძლებელია”, – წერია ვატიკანის განცხადებაში.


​

ექიმების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ლეონ XIV-ს 17 ოქტომბერს, ნაშუადღევს ჯემელის კლინიკიდან გაწერეს, სადაც მას მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩაუტარდა.


​18 ოქტომბერს, კვირას, პაპი საპაპო აპარტამენტის ფანჯრიდან „უფლის ანგელოზის“ ლოცვას აღავლენს.


Comments


bottom of page