პაპმა 2026 წელი წმიდა ფრანცისკეს წლად გამოაცხადა
- catholic.ge

- 4 minutes ago
- 1 min read
წმიდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პაპმა გამოსცა დეკრეტი, რომლითაც განსაკუთრებული საიუბილეო წელი დაწესდა.

პაპმა ლეონ XIV-მ დაადგინა, რომ წმიდა ფრანცისკეს წელი აღინიშნება 2026 წლის 10 იანვრიდან 2027 წლის 10 იანვრამდე. ამ ეპრიოდში, ყველა ქრისტიანი მორწმუნე მოხმობილია, მიჰყვეს ასიზელი წმიდანის მაგალითს, გახდეს სიწმინდის მაგალითი და მშვიდობის დაუღალავი მოწმე.
სამოციქულო სამსჯავრო (Penitenziera Apotolica) ჩვეულებრივი პირობებით, სრულ ინდულგენციას ანიჭებს ყველას, ვინც სრულად მონაწილეობს ამ განსაკუთრებულ საიუბილეო წელს, რომელიც 2025 წლის ჩვეულებრივი საიუბილეო წლის სრულყოფილი გაგრძელებაა.
ეს საიუბილეო წელი განსაკუთრებით მიმართულია ფრანცისკანელთა ორდენის (პირველი ორდენი - ბერები, რომლებმაც დადეს საბერმონაზვნო აღთქმები და ცხოვრობენ მორჩილებაში, სისპეტაკესა და სიღარიბეში; მეორე ორდენი - კლარეტინ დედათა ორდენი (სამონაზვნო); მესამე ორდენი - საეროთა მამაკაცები და ქალები. ხშირად ქორწინებაში ცხოვრობენ და მისდევან წმ. ფრანცისკეს იდეალებს.) როგორც რეგულარულ, ასევე საერო წევრებზე.
ასევე წმიდა ფრანცისკეს სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებებისა და ასოციაციებისთვის, რომლებიც მიჰყვებიან წმიდა ფრანცისკის წესს ან შთაგონებულნი არიანი მისი სულიერებით. თუმცა, ამ განსაკუთრებული წლის მადლი ასევე ვრცელდება ყველა მორწმუნეზე, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ცოდვისგან განცალკევებული სულით, მომლოცველობის მიზნით, სტუმრობენ წმიდა ფრანცისკისადმი მიძღვნილ ნებისმიერ ფრანცისკანულ ეკლესიას ან სალოცავ ადგილს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ხადნაზმულებს, სნეულებსა და მათ, ვისაც სერიოზული მიზეზების გამო არ შეუძლია სახლიდან გასვლა, ასევე შეუძლიათ მიიღონ სრული განწმენდა საიუბილეო დღესასწაულებთან სულიერი შეერთებით და ღვთისთვის ლოცვების, ტკივილისა და ტანჯვის შეწირვით.

შოთა გიქოშვილი









Comments