top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სატანისტური რიტუალის შესრულებისას მოკლული მონაზონი ნეტარად შერაცხეს


იტალიელი მონაზონი, რომელიც 2000 წელს, სამმა თინეიჯერმა გოგონამ დანის 19-ჯერ დარტყმით მოკლა, ზუსტად 21 წლის შემდეგ, კათოლიკე ეკლესიამ ნეტარ წამებულად შერაცხა.

ოფიცლუარი ინფორმაციით, სამი თინეიჯერი, რომელმაც მონაზონი მოკლა, სატანისტურ რიტუალს ასრულებდა.


მონაზონ მარია ლაურა მაინეტის ნეტარად შერაცხვის ლიტურგია 2021 წლის 6 ივნისს აღევლინა. რამდენიმე საათით ადრე, პაპმა ფრანცისკემ იგი შეაქო, მის მკვლელებს კი „ბოროტების ტყვეები“ უწოდა.


კათოლიკე ეკლესიაში ბეატიფიკაცია (ნეტარად შერაცხვა) ბოლო საფეხურია წმინდანად შესაძლო შერაცხავმდე.


მონაზონ მაინეტის მკვლელობა 2000 წლის 6 ივნისს, იტალიის ქალაქ კიავენაში მოხდა. როგორც მაშინ ახალი ამბების სააგენტოები აცხადებდნენ, ბრალდებულები დაკითხვისას ამბობდნენ, რომ სიკვდილამდე მონაზონი ღმერთს სთხოვდა, მისი თავდამსხმელებისათვის ეპატიებინა.


მაშინ სამივე გოგონა არასრულწლოვანი იყო: მათგან ორი –16 წლის, ერთი კი – 17 წლის. შესაბამისად, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, მცირეწლოვნებისათვის შესაბამისი მუხლით დაიწყო. სასჯელის მოხდის შემდეგ, რომელიც 8–12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მსჯავრდებულები ციხიდან გაათავისუფლეს.


6 ივნისს, წმინდა პეტრეს მოედანზე, ტრადიციულ საკვირაო ქადაგებისას, რომის პაპმა მორწმუნეებს სიტყვით მიმართა და, და მაინეტის ბეატიფიკაციის შესახებ ისაუბრა. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მონაზონი, რომელიც „ჯვრის ქალიშვილების“ კონგრეგაციას წარმოადგენდა, მოკლულია „სატანური სექტის გავლენის ქვეშ მყოფი სამი გოგონას მიერ. ეს სისასტიკეა”.


ქალაქის სხვა კათოლიკე სასულიერო პირების ინფორმაციით, 2000 წლის 6 ივნისს, მონაზონი მაინეტი გვიან ღამით გავიდა მონასტერიდან. მანამდე მას ერთ-ერთმა გოგონამ დაურეკა და უთხრა, რომ გაუპატიურების შემდეგ დაორსულდა და დახმარება სჭირდებოდა.


როგორც პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, მონაზონს „ძალიან უყვარდა ახალგაზრდები, ამიტომ მან აპატია ამ გოგონებსაც, ბოროტების ტყვეებს".


მისივე თქმით, მონაზვნის მემკვიდრეობა იყო მისი "ცხოვრების პროგრამა - გააკეთე ყველა პატარა საქმე რწმენით, სიყვარულითა და ენთუზიაზმით".


გამზირი, სადაც 60 წლის მონაზონი მოკლეს, ამჟამად მომლოცველობის ადგილია.


ქალაქ კიავენას მოედანზე, სადაც ნეტარად შერაცხვის მსახურება მიმდინარეობდა, ის სისხლიანი ქვა მიიტანეს, რომელზეც მონაზონი მოკლეს.


გავრცელებული ინფორმაციით, თინეიჯერების ნაწერებში იპოვნეს ეშმაკის შესახებ ნაკაწრები, რის გამოც პროკურორებმა ივარაუდეს, რომ „სატანის მოხიბვლა“ მკვლელობის აშკარა მიზეზი იყო.


მოგვიანებით, ახალ ამბებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთმა თინეიჯერმა გამომძიებლებს უთხრა, რომ მონაზონი მოკლეს, რადგან „რაღაც განსხვავებული გაეკეთებინათ".


წყარო: cruxnow.com


თარგმანი – შოთა გიქოშვილი


bottom of page