top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმისას ერთი მონაზონი დაიღუპა, ორი კი ძმიმედ დაიჭრა

  • 6 minutes ago
  • 1 min read

2026 წლის 23 აგვისტოს, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე წმინდა მიძინების სვიატოჰირსკის ლავრას თავს დაესხნენ უცნობი თავდამსხმელები, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მღვდელ–მონაზონი ვარსანოფ ტურიანსკი, ხოლო ორი მღვდელმსახური დაჭრეს.



თავდასხმა მონასტრის ეზოში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მახლობლად მოხდა. მოწმის თქმით, მღვდელ–მონაზონი ღირსეულად გარდაიცვალა, ლოცულობდა და წარმოთქვამდა შემდეგ სიტყვებს: „დიდება უფალ იესო ქრისტეს! … მე მონაზონი ვარ…“


დონეცკის საოლქო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სლოვიანსკის ფილიალის მიერ გაცემული გარდაცვალების სამედიცინო ცნობის თანახმად, მამა ვარსანოფს, სხვა მრავლობით ჭრილობებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარღი ესროლეს თავისა და კისრის არეში, რამაც თავის ქალას ძვლების დაზიანება გამოიწვია და გარდაიცვალა. თავდასხმისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, გამოყენებული იყო პისტოლეტი.


სამონასტრო საზოგადოებამ, მონაზონი, წმინდა კირილესა და მეთოდეს კიბის ბაქანზე, სისხლის გუბეში იპოვნა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გრძელდება.


თავდასხმისას დაიჭრა კიდევ ორი სასულიერო პირი: მონაზონი ანდრეი და მონაზონი გრიგოლი.


მონასტრის ვებ–გვერდისა და სხვა მედიასაშუალებების ცნობით, სვიატოჰირსკის ლავრას, რომელიც მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები იცავდნენ. ანდრეი კირიენკომ, ერთ-ერთმა მძიმედ დაჭრილმა, განაცხადა, რომ თავდასხმის დროს იგი მარტო იმყოფებოდა ლავრის ზედა პლატფორმაზე. მას მიუახლოვდა სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული სამივე პირი, რომლებიც სრულ საბრძოლო აღჭურვილობაში იმყოფებოდნენ.


კირიენკო ჰყვება, რომ თავდამსხმელებმა ცემა დაუწყეს. ერთ-ერთმა იქვე დაყრილი ხის ძელი გადაარტყა. მის შესაჩერებლად, ანდრეიმ ძელს ხელი ჩაავლო, რა დროსაც თავდამსხმელმა ჟილეტიდან დანა ამოიღო და ხელებს უსერავდა. შემდეგ მას წამოდგომა უბრძანეს. კირიენკო დარწმუნებული იყო, რომ დახვრეტდნენ. თავდამსხმელებმა რამდენჯერმე ესროლეს მას და ფილტვი დაუზიანეს, რის შემდეგაც მიწაზე დაეცა. კირიენკომ ამბობს, რომ სისხლის დაცლისგან სასწაულებრივად გადარჩა, რადგან ბევრი სისხლი დაკარგა. დაახლოებით 40 წუთი გავიდა თავდასხმის შემდეგ, სანამ კირიენკო იპოვეს. ამ დროის განმავლობაში მან გონება რამდენჯერმე დაკარგა.


ანდრეიმ მხოლოდ მოგვიანებით, საავადმყოფოში შეიტყო, რომ მონაზონი ვარსანოფი მოკლეს, ხოლო მონაზონი გრიგოლი დაიჭრა.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page