top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფეხბურთის ლეგენდა რონალდო კათოლიკე ეკლესიაში მოინათლა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო, იგივე რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა კათოლიკე ეკლესიაში მოინათლა.


“დღეს განსაკუთრებული დღეა. მოვინათლე! ”, - დაწერა 12 სექტემბერს, 46 წლის ყოფილმა თავდამსხმელმა Instagram–ის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, ბავშვობიდანვე მის ცხოვრებაში რწმენა ყოველთვის ფუნდამენტურ როლს თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მონათლული არ იყო.


“ნათლობის საიდუმლოს წყალობით, თავს ღვთის ჩვილად ვგრძნობ ანუ განახლებულად, ოღონდ უფრო გაცნობიერებულად და ღრმად", – წერს ფეხბურთელი.


ნათლობის ცერემონიის ფოტოები ფეხბურთელმა Instagram–ის საშუალებით, საკუთარი გვერდის 29,5 მილიონ გამომწერს გაუზიარა. ფოტოებზე ჩანან მისი მშობლები, ნათლია და მამა ფაბიო დე მელო, "იესოს უწმინდესი გულის" კონგრეგაციის მღვდელმსახური, რომელმაც ნათლობის საიდუმლო აღავლინა.


ფეხბურთელის პოსტი 26 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა. “მეგობარო, მადლობა, რომ შენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან მომენტს მიზიარებ”, – წერენ მისი გვერდის გამომწერები.


მიუხედავად იმის, რომ აქამდე რონალდო არ იყო მონათლული, იგი მაინც ყოველთვის იყო კათოლიკე ეკლესიასთან კავშირში. ერთხელ, მისმა თანამემამულემ და ფეხბურთის მეფემ, პელემ პაპ ფრანცისკეს საჩუქრად საკუთარი მაისური გადასცა, სადაც ასევე რონალდოს ხელმოწერაც იყო დატანილი. ეს მაისური ვატიკანის მუზეუმში ინახება.


რონალდო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე წერს: “ვაახლებ ჩემს მოვალეობას სიკეთის ბილიკებზე სვლით, ნებით, რწმენაში, ქრისტეს სიყვარულსადა მოყვასის სიყვარულში”.


რონალდო იყო ბრაზილიის ნაკრების, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას, მილანის ინტერის, მილანის მილანისა და მადრიდის რეალის ფეხბურთელი. მან ორჯერ მოიგო მსოფლიოს თასი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად და სამჯერ იქნა FIFA - ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული. იტალიურმა პრესამ მას “Il Fenomeno” უწოდა. ამჟამად რონალდო არის ესპანური კლუბის Real Villadolid - ის მფლობელი და ხელმძღვანელი.


ფეხბურთელმა პირობა დადო, რომთუ კლუბი ესპანეთის პირველ ლიგაში გადავიდოდა, იგი გაივლიდა წმინდა იაკობის გზას და ასეც მოიქცა – წმ. იაკობის გზაზე მან 400 კილომეტრი გაიარა.


წყარო: https://misyjne.pl

შოთა გიქოშვილი

bottom of page