ხელდასხმის ლიტურგია რაბათში, წმინდა ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართა. წირვა ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ეპისკოპოსმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა სასულიერო პირის, როგორც მსახურის მნიშნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთი მსახურების საიდუმლოს მიღება არ ნიშნავს, ძალაუფლებისა და ხელმწიფების მიღებას და ამ დროს თავმდაბლობა მართებს სასულიერო პირს.
ლიტურგიისას, ბექა ჩილინგარაშვილი დიაკვნის სამოსით მამა მიხეილ სურმავამ შემოსა.
წირვაზე, რაბათში იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამრევლოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ასევე ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟზე აველინო ბეტენკური.
ბექა ჩილინგარაშვილი სოფელ არლიდან არის. იგი 1994 წლი 26 ივლისს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი 2013 წელს ქუთაისში პრე–სემინარიაში შევიდა. 2014 წლის სექტემბრიდან კი სწავლა დაიწყო ყაზახეთის სემინარიაში, რომელიც 2019 წელს დაასრულა და ამავე წლის დეკემბრიდან, საქართველოში, არლის სამრევლოში პრაქტიკა დაიწყო.
ბექა ჩილინგარაშვილი სოფელ არლიდან უკვე მეორე დიაკვანია.
Commentaires