ვატიკანის საელჩო საქართველოში პაპის გარდაცვალებაზე
- catholic.ge
- Apr 22
- 1 min read

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში (ვატიკანის საელჩო) ღრმა მწუხარებით და ქრისტიანული იმედით იუწყება, რომ, აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, გარდაიცვალა მისი უწმიდესობა პაპი ფრანცისკე.
სამძიმრის წიგნი გაიხსნება წმიდა საყდრის სადესპანოში, (ნუცუბიძის პლატო, II მ/რ, ჟღენტის ქ. 18), 23 აპრილიდან (ოთხშაბათი) 25 აპრილის ჩათვლით (პარასკევი), 10: 00-დან 12: 00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე.
იმოქმედებს სამძიმრის ელექტრონული წიგნიც, შემდეგ მისამართზე: na.georgia@diplomat.va
პაპის სულის მოსახსენიებელი ლიტურგია აღევლინება პარასკევს, 2025 წლის 25 აპრილს, 18:00-ზე, ქალწული მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში (თბილისი, გია აბესაძის ქ. 4)
თბილისი, 22 აპრილი, 2025 წ.
–––––––––––––

The Apostolic Nunciature in Georgia with both deep sorrow and Christian hope informs that His Holiness Pope Francis deceased on Easter Monday 21 April 2025.
The Book of Condolences will be open at the Apostolic Nunciature (18 Zhgenti Street, Nutsubidze Plateau I m/r) from Wednesday 23 April to Friday 25 April, from 10:00 to 12:00 and from 15:00 to 17:00. An electronic Book of Condolences is also available at: na.georgia@diplomat.va.
A solemn Liturgy for the rest of the Pope's soul will be celebrated on Friday 25 April 2025, at 18:00, at the Catholic Cathedral of the Assumption of the Virgin Mary (4 Gia Abesadze St., Tbilisi).
Comentarios