• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვნების სამდღეული - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?


ვნების კვირეული, განსაკუთრებით კი სააღდგომო სამდღეული იმდენად მდიდარია თავისი შინაარსითა და სიმბოლოებით, რომ ძნელია ყველაფრის დამახსოვრება. ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ უკეთ დაიმახსოვროთ ის, რაც ამ დროს ხდება.



ყოველ წელს, კათოლიკეები და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები აღნიშნავენ წინასააღდგომო პერიოდს განსაკუთრებული ტრადიციებითა და ლოცვებით, ესენი კი ეხმარება მათ შევიდინენ ქრისტეს ვნებებში, მის სიკვდილსა და მკვრდეთით აღდგომაში.

ეს არის განსაკუთრებული ჟამი, რისი კულმინაციაც არის აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული. თუმცა შეიძლება რთული იყოს კონცენტრიტება ამაზე, ვინაიდან ვნების კვირეულის ყოველ დღეს აქვს თავისი მიმართულება და ლიტურგიული პრაქტიკა.


წმინდა საპასექო სამდღეული


წმიდა წირვაზე იხსენიება საიდუმლო სერობა, რომელიც წესისამებრ აღევლინება ხუთშაბათს საღამოს. ამ დროს, ეკლესია შედის საპასექო სამდღეულში (ლათ. Tridium Paschale). ეს არა მხოლოდ უბრალოდ ჟამია სამდღეულისა, არამედ არის ფაქტობრივი მოხსენიება ქრისტეს ვნებების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოსი. ეს არის ლიტურგიული წლის უმთავრესი მოვლენა.


დიდი ხუთშაბათი

იესო ამ დღეს უკანასკნელად ზეიმობს საიდუმლო სერობას მოწაფეებთან ერთად. ამ დღის მთავარი თემაა ევქარისტიისა და მღვდლობის საიდუმლოთა დადგენა.

ამ დღეს ზოგან „სპეტაკ ხუთშაბათსაც“ უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა. ეს ტრადიცია ყოველ დიდ ხუთშაბათს სრულდება ღვთისმსახურებისას მღვდლის ან ეპისკოპოსის მიერ. წირვის დასასრულს, ქრისტეს უწმინდესი ხორცი ტაბერნაკულუმიდან გადაინაცვლებს განცალკევებულ ადგილზე, სადაც მორწმუნეებს შეუძლიათ თაყვანი სცენ, როგორც ნიშანი ქრისტეს ტანჯვისა გეთსემანიის ბაღში. ამავე დღეს, საკურთხეველს გააშიშვლებენ გადასაფარებლისგან, რაც მოციქულთა მიერ იესოს მიტოვებისა და მისი ტანისამოსისგან განძარცვის სიმბოლოა. ამავე დღეს, უკანასკნელად რეკს ზარები და იგალობება საგალობლები. ეს კი ნიშანია ქრისტეს დამდაბლებისა. სასურველია სიჩუმეში დარჩენა.


დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი, ვნების პარასკევი)


იესო მიჰყავთ პონტოელ პილატესთან და მიუსჯიან სიკვდილს. იგი ღებულობს თავის ჯვარს და მიაქვს გოლგოთამდე, ადგილამდე, სადაც მას ჯვარს აცვამენ.


ეს დღე მძიმე მარხვის დღეა და სასურველია თავშეკავება. მორმუნეები ლოცულობენ და მონაწილეობენ „ჯვრის გზის“ ლიტურგიაში, ასევე ლოცულობენ უფლის გულმოწყალების გვირგვინს. წითელ პარასკევს წმიდა წირვა არ აღევლინება. იკითხება მხოლოდ სიტყვის ლიტურგია და ვნების სახარება, მას მოსდევს ჯვრის თაყვანისცემის ლიტურგია და ზიარება.


დიდი შაბათი


ეს დღე არის მოლოდინისა და სიწყნარის დღე, როცა იესო სამარხშია, როგორც რწმენის აღიარებისას ვამბობთ ხოლმე – „ჯოჯოხეთში შთავიდა“, რათა მის ჯვარცმამდე დაღუპული მართალი სულები ამოეყვანა უფლის სასუფეველში. ამ დღეს ევქარისტია არ აღევლინება სააღდგომო სერომაბდე.


სააღდგომო სერობა


სწორედ ეს გალხვათ საპასექო დღესასწაულის მწვერვალი. იგი იწყება სიბნელეში ნათლის ლიტურგიით. (ცეცხლის კურთხევა, საპასექო სანთლის ანთება და პროცესიით შესვლა ტაძარში). ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ სიბნელიდან სინათლეში გადასვლას და ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას.


მღვდელი აცხადებს ქრისტეს აღდგომას სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“! შემდგომ მოდის სიტყვის ლიტურგია, იკითხება 9 საკითხავი,(პანდემიის გამო შეიძლება მოხდეს ცვლილებები). იგალობება „ალელუია, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“ და ლიტურგიას უბრუნდება ზარების რეკვა.


სააღდგომო კვირა დღე


„ქრისტე აღდგა!“ დადგა აღდგომის სასიხარულო დღე და ლიტუგიაში მის მშვენიერებას გამოხატავს სააღდგომო საგალობლები, ყვავილები და მორთულობა. იკურთხება სააღდგომო საკვები. ეს და მომდევნო შვიდი დღე ერთიანი განუყოფელი დღესასწაულია.


თვით სააღდგომო ჟამი გრძელდება 50 დღის განმავლობაში.


გისურვებთ ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს!


მომზადებულია Aleteia- ს ტექსტზე დაყრდნობით.


ადაპტირებული თარგმანი catholic.ge