26 თებერვალს, პაპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პაპს მშვიდობისთვის ლოცვისთვის და განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი მის „სულიერ მხარდაჭერას“ გრძნობს.
„მადლობას ვუხდი პაპ ფრანცისკეს ლოცვისთვის, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. უკრაინელი ხალხი გრძნობს მისი უწმინდესობის სულიერ მხარდაჭერას”, – წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
წმინდა საყდარში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ26 თებერვალს, საღამოს,პაპმა პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკა: “წმინდა მამამ გამოხატა ღრმა მწუხარება, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული ვითარების გამო”.
პრეზიდენტმა ზელენსკის ინფორმაციით, პაპის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე უკრაინული და რუსული ენების გამოყენება დაიწყო: “უკვე ორი დღეა, რაც რომის პაპი ტვიტერის გვერდზე @Pontifex Twitter იყენებს უკრაინულ და რუსულ ენებს, რათა ომს მყისიერი არა უთხრას ”.
“იესომ გვასწავლა, რომ ეშმაკის უაზრო ძალადობას ვუპასუხოთ ღვთის იარაღით, ლოცვითა და მარხვით. დაე, მშვიდობის დედუფალმა დაგიფაროთ ომის სიგიჟისგან”.
ტვიტერი ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებით, რომელსაც წინ უძღვის ჰეშტეგები #PreghiamoInsieme და #Украина მიგვითითებს მარხვისა და უკრაინაში მშვიდობისათვის ლოცვისაკენ, რომელიც დააწესა პაპმა ფრანცისკემ და იგი 2 მარტს, ნაცრისყრის ოთხშაბათს აღსრულდება.
წყარო: www.acistampa.com
შოთა გიქოშვილი
Comments