top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სომეხი კათოლიკეების ახალი პატრიარქი არჩეულია – რაფაელ ბედროს XXI მინასიანი


პაპის თანხმობით, რომში ეპისკოპოსების მიერ არჩეული სომხური წესის კათოლიკეთა პატრიარქი რაფაელ ბედროს XXI მინასიანი იქნება.


ლიბანში, ბზომარის საპატრიარქო მონასტერში გაჟღერებულმა ზარების ხმამ საზოგადოებას ამცნო, რომ სომეხთა კილიკიის პატრიარქი არჩეულია. იგი რაფაელ ფრანსუა მინასიანია, რომელიც ამ დრომდე იყო სომეხ კათოლიკეთა კაბადოკიის, კესარიისა და ამავდროულად სომეხ კათოლიკეთა ორდინალური ეპისკოპოსი სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.


პაპი დაეთანხმა ახალი პატრიარქის არჩევანს. რაფაელ მინასიანმა შეცვალა გრიგორი პეტრე XX გაბროიანი, რომელიც 2021 წლის მაისში გარდაიცვალა.


არჩევნები ჩატარდა რომში, სომეხთა კილიკიის საპატრიარქო ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდის დროს. ეპისკოპოსები რომში პაპმა მიიწვია.


რაფაელ მინასიანს პატრიარქად არჩევას ულოცავს სამოციქულო ნუნციატურა საქართველოსა და სომხეთში.



ახლადარჩეული პატრიარქი რაფაელ მინასიანი დაიბადა 1946 წლის 24 ოქტომბერს ლიბანში. 1958 წელს წავიდა ლიბანის ბზომარის კათოლიკურ მონასტერში ხოლო 1966 ესწრებოდა ლიბიის სემინარიას რომში.


1973 წელს იგი შეუერთდა ბეირუთის ორდენს.


1984 წელს, არქიეპისკოპოსი რფაელ მინასიანმა დააარსა “sacred cross” ჯგუფი რომელმაც შემდეგ გახსნა ეკლესია ლიბანში, ქალაქ ზალკაში.


1996 – 2006 წლებში ის იყო სომეხ კათოლიკეთა მეუფე კალიფორნიაში.


ასევე იგი არის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სომხური ალიანსის“ დამფუძნებელი, რომელიც მხარს უჭერს ბევრ საქველმოქმედო პროექტს სომხეთში.


2011 წლის 24 ივნისს არქიეპისკოპოსი მინასიანი ხელდასხმულ იქნა ტიტულარულ ეპისკოპოსად, როგორც სომეხ კათოლიკეთა კაბადოკიის კესარიის და ამავდროულად სომეხ კათოლიკეთა ორდინალურ ეპისკოპოსად სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.


2021 წლის 22 სექტემბერს კი იგი სომეხი კათოლიკეების პატრიარქად აირჩიეს.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page