რომში, ლიონის სასულიერო სემინარიაში ეპისკოპოსები სომხური წესის კათოლიკეთა პატრიარქს აირჩევენ. არჩევნები 22 სექტემბერს გაიმართება, კარდინალ ლეონარდო სანტრის უშუალო ხელმძღვანელობით.
პატრიარქის არჩევის პირველი მცდელობა 22 ივნისს იყო, თუმცა პროცესმა წარუმატებლად ჩაიარა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ორი მესამედი. ეს კი აღმოსავლური ეკლესიების სინოდური საარჩევნო წესდების აუცილებელი პირობაა.
მომავალი პატრიარქი, 2021 წლის მაისში გარდაცვლილ პატრიარქს, გრიგორ პედროსს ჩაანაცვლებს. ამ მიზნით, რომში მოწვეული იქნებიან სომხური წესის კათოლიკე ეპისკოპოსები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მსახურობენ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
תגובות