top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მარკო გალო - 17 წლის იტალიელი მოზარდი წმინდანობის გზაზე

5 minutes ago
1 min read

მარკო გალო, 17 წლის იტალიელი მოზარდი, რომელსაც უყვარდა სპორტი, მთები და ყველა, ვისაც კი შეხვედრია ცხოვრების განმავლობაში. იგი ახლა წმინდანად შერაცხვის გზაზეა.

 


2026 წლის 7 მარტს, მას 32 წელი შეუსრულდებოდა, მილანის არქიეპისკოპოსმა მარიო დელპინიმ მისი ნეტარად შერაცხვის პროცესი ოფიციალურად გახსნა.


იგი დაიბადა ჩიავარიში 1994 წელს და გაიზარდა ღვთისმოსავ ოჯახში, რომელიც მოძრაობა „Communion and Liberation“-ს მიეკუთვნებოდა. მარკო ეწეოდა ჩვეულებრივ, თუმცა ღრმად გააზრებულ კათოლიკურ ცხოვრებას. ის ყოველდღიურად კითხულობდა ბიბლიას, ხშირად ეზიარებოდა და ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად, განსაკუთრებით მარტოხელა ადამიანებისთვის. სკოლაში იგი ლიდერად ჩამოყალიბდა. ორგანიზებას უწევდა მოხალისეობრივ პროექტებს და თანაკლასელებს ეხმარებოდა მეცადინეობაში. ერთ-ერთი მეგობარი იხსენებდა: “მარკოს გვერდით ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს სამყაროში ერთადერთი ადამიანი იყავი“.


2011 წლის 5 ნოემბერს, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულ დაღუპვამდე ერთი დღით ადრე, მარკომ ოთახის კედელზე, სან-დამიანოს ჯვრის გვერდით, დაწერა: „რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?“ იმ დღეს მის საფულეში იპოვეს მეჯუგორიე ღვთისმშობლის პატარა გამოსახულება, ბავშვობის ფოტო, რამდენიმე ევრო და ხელით დაწერილი პირობა - მთელი ძალისხმევით ეძია ღვთის საიდუმლოება, თითქოს ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღე ყოფილიყო.


დედამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ კედელზე დაწერილმა სიტყვებმა ოჯახს დიდი ნუგეში მოუტანა და დაეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ სიკვდილი დასასრული არ არის. დღეს ასობით ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მონაწილეობენ ყოველწლიურ ლოცვით მსვლელობაში მისი ხსოვნის პატივსაცემად. მათ იზიდავთ იმ მოზარდის მაგალითი, რომელმაც ჭეშმარიტი სიხარული იესოსა და მოყვასის სიყვარულში იპოვა.


2026 წლის 13 ოქტომბერს Vatican News-მა კვლავ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია მარკოს შესახებ და დაადასტურა, რომ ბეატიფიკაციის საქმე გახსნილია. 1–ელ ნოემბერს კი მისი სახელობის ტრადიციული მომლოცველობა გაიმართა მთა მონტალეგროს ღვთისმშობლის სალოცავისკენ.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page