top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლეონ XIV პირველი პაპია, რომელმაც აშშ-ს არჩევნებში ხმა მისცა

2 minutes ago
1 min read

პაპმა ლეონ XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმა მისცა ფოსტით გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენის საშუალებით. ამით იგი გახდა პირველი პაპი, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და სავარაუდოდ, პირველი რომის პონტიფექსი, რომელმაც ხმა მისცა საერო, დემოკრატიულ არჩევნებში.



ვატიკანის განცხადების თანახმად, პირველმა ამერიკელმა პაპმა „ჩიკაგოში ფოსტით გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენი წარადგინა“.


განცხადებაში ასევე ნათქვამია: „წმინდა მამას სწამს, რომ მოქალაქეებს აქვთ როგორც უფლება, ისე მოვალეობა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში“.


საარჩევნო ჩანაწერების თანახმად, პაპი ამომრჩევლად რეგისტრირებულია თავისი ნათლობის სახელით – რობერტ ფრენსის პრევოსტი, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოს გარეუბან ნიუ ლენოქსში, სადაც მისი ძმა, ჯონი ცხოვრობს.


ჩიკაგოში დაბადებულ პონტიფექსს ბოლო წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიების წინასწარ არჩევნებში. მან ხმა მისცა ასევე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.


2025 წლის მაისში პაპად არჩევის შემდეგ, ლეონ XIV არაერთხელ საუბრობდა საზოგადოების აქტიური მონაწილეობაზე სამოქალაქო ცხოვრებაში. მათ მოუწოდებდა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ აშშ-ისა და ისრაელის ომის საკითხთან დაკავშირებით.


პაპის საარჩევნო ბიულეტენი მოიცავს არჩევანს ილინოისის შტატის სენატისა და გუბერნატორის არჩევნებში, ასევე წარმომადგენელთა პალატის, შტატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.


​ილინოისის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხმა მისცეს ფოსტით, კანონის საფუძველზე, რომელსაც ეწოდება UOCAVA (Uniformed and Overseas Citizens Absentee Voting Act), რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალებას აძლევს.


შუალედური არჩევნები არის შეერთებული შტატების საერთო საარჩევნო კონსულტაციები, რომლებიც ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წლის ინტერვალით. ის ემთხვევა მოქმედი პრეზიდენტის ოთხწლიანი უფლებამოსილების შუა პერიოდს; იგი არ ემსახურება პრეზიდენტის არჩევას, არამედ განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია უხელმძღვანელებს აშშ-ის კონგრესს.




Comments


bottom of page