• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უცხო პლანეტელები და რწმენა


რას ფიქრობს ეკლესია გონიერი ცხოვრების შესახებ სხვა პლანეტებზე? თუ ეს შესაძლებელია, ნუთუ წარგზავნა ღმერთმა იქ თავისი ძე, რათა ერწმუნათ იგი?


რამდენად შეთავსებადია ჩვენს რწმენასთან იდეა, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ? სწორია თუ არა იმისი მტკიცება, რომ ადამიანი ცენტრალურ ადგილს იკავებს ღმერთის ქმნილებებს შორის? ამ საკითხებით ხშირად ინტერესედებიან მორწმუნეები. თანამედროვე ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები კი ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვებს.


განვიხილოთ ზოგიერთი მათგანის მოსაზრებები:


ცენტრალური იტალიის უნივერსიტეტის, ღვთისმეტყველების ფაკულტეტის ფილოსოფიის დოცენტი, ათოს ტურქი წერს: „ღმერთი, რომლისაც ჩვენ, ქრისტიანებს გვწამს, ფლობს იმხელა ძალას, რომ არ შემოიფარგლოს აუცილებელი მინიმუმით. საკმარისია იმის ნახვა, თუ რაოდენ დიდია სამყარო. ღმერთმა არა მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელი რაღაცები შექმნა, არამედ იმაზეც იზრუნა, რომ ბუნება ყოფილიყო არაჩვეულებრივად ლამაზი თავისი წვრილმანებით.


ადამიანი თავისი განსკუთრებულობისა და მრავალსირთულეების ძალით, სამყაროს ცენტრად ითვლება. დავფიქრდეთ ადამიანის ტვინზე, სამყაროში ყველაზე ძლიერ კომპიუტერსა და მის შესაძლებლობაზე ცხოვრების აზრის ძიებისას. ამ შესაძლებლობების წინაშე მატერიალური ქმნილებები, ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ყველაფერი სასაცილოდ მოგვეჩვენება, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები სულაც არ გამორიცხავენ, რომ სხვა პლანეტებზე შეიძლება არსებობდეს გონივრული სიცოცხლის მცირე ნიშანწყალი, ანუ ადამიანის სიცოცხლესთან გათანაბრებული სიცოცხლე. ეს მოსაზრება არ არის ერესი. სამყაროში ყველასთვის არის ადგილი, სხვათაშორის, საკმაოდ ბევრიც“,- წერს ტურკი განმარტებაში, თუ რატომ არის ადამიანი სამყაროს ცენტრში.


კათოლიკე ფილოსოფოსი გვთავაზობს დავფიქრდეთ, თუ რამ განაპირობა იესოს განკაცება ადამიანებს შორის. „მოდით, მივყვეთ სახარებაში დაწერილს. ღმერთის ძე, იესო ქრისტე, განკაცდა და შემოვიდა ადამიანთა ისტორიაში იმიტომ, რომ ამ უკანსკნელმა (ადამიანი) შესცოდა, ხოლო ღმერთმა გადაწყვიტა მისი ხსნა. ღმერთმა ისე შეიყვარა სამყარო, რომ წარმოაგზავნა თავის მხოლოდშობილი ძე, რათა ადამიანებს ჰქონოდათ სიცოცხლე (იოან. 3,16). თუ ადამიანი არ შესცოდავდა, არ იქნებოდა განკაცება, ვინაიდან ადამიანი სულ ღმერთთან იქნებოდა. ასე, რომ განკაცება აუცლებელი გახდა ისევ და ისევ ადამიანებისათვის.


ღმერთმა გადაწყვიტა ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ჩარევა, რათა დაღუპვისაკენ წასული ადამიანები დაებრუნებინა თავისი თანაზიარების წიაღში. რაც შეეხებათ უცხო პლანეტელებს, თუ ცოცხალი არსებებიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, ღმერთი იგივენაირად განკაცდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსაზრება, რომ ჩვენ (ადამიანები) ვართ ერთადერთი, უნიკალური, გონიერი არსებები, ტოლია იმ მოსაზრებისა, რომ არსებობენ მეტ-ნაკლებად ჩვენი მსგავსი სხვა გონიერი არსებებიც. ეს მოსაზრება სულაც არ ცვლის შემოქმედი ღმერთის შესახებ წარმოდგენას, რადგანაც ღმერთი არ შემოიფარგლება ვიწრო თვალსაწიერით“.


იტალიელი კათოლიკე ფიზიკოსი, ნიკოკას უნივერსიტეტის პროფესორი თავის წიგნში სახელწოდებით, „მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში“ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს: „არ არსებობენ არანაირი უცხო პლანეტელები“.


მამა ხოსე გაბრიელ ფუნესი, ცნობილი იეზუიტი ასტრონომი და ვატიკანის ობსერვატორიის დირექტორი, ასე არ ფიქრობს: „ჩემი აზრით, მსგავსი რამ შესაძლებელია. როგორ შეიძლება გამორიცხო ის მოსაზრება, რომ სიცოცხლე სხვა ადგილზეც განვითარებულიყო? თუ დედამიწაზე არსებობენ მრავალფეროვანი არსებები, ესეიგი შეიძლება არსებობდნენ სხვა არსებებიც, მათ შორის, გონიერი არსებები, რომლებიც შექმნა ღმერთმა. ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას, ვინაიდან, ჩვენ, არ ძალგვიძს დავადგინოთ ღმერთის შემოქმედებითი თავისუფლების საზღვრები. წმიდა ფრანცისკე ასიზელის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მიწიერი ქმნილებები უნდა ჩავთალოთ ჩვენს ძმებად და დებად, რატომ არ შეგვიძლია ვისაუბროთ არაამქვეყნიურ ძმებზე? ნებისმიერ შემთხვევაში, ისინიც იქნებოდნენ ქმნილებების ნაწილი“.


ფუნესი ამყარებს თეოლოგ ტურკის მოსაზრებას იესო ქრისტეს განკაცების შესახებ: „შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სახარებისეული დაკარგული ცხვრის ხატებით. მწყემსი ტოვებს 99 ცხვარს და მიდის იმ ერთი, გზას აცდენილი ცხვრის საძებნელად. წარმოვიდგინოთ, სხვადასხვა ფორმის ასი ცხვარია შექმნილი. ჩვენ მივეკუთვნებით ადამიანთა ჯიშს. შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით ცხოველები, რომლებიც საჭიროებენ მწყემსს. ღმერთი განკაცდა იესო ქრისტეში, რათა ჩვენ ვეხსენით, ამიტომაც, რომც ეარსებათ სხვა გონიერ ქმილებებს, სულაც არ არის ფაქტი, რომ ისინი გამოსყიდვას საჭიროებდნენ. შესაძლოა, ისინი თავის შემოქმედთან სრულ ჰარმონიაში არიან“.

შეგახსენებთ, რომ ეკლესია ჯერ კიდევ 1277 წელს საუბრობდა უცხო პლანეტელების შესახებ. მაშინ, პარიზის ეპისკოპოსმა, ღმერთის შემოქმედებითი ძალის მხოლოდ დედამიწის შექმნით შემოფარგვლა ერესად გამოაცხადა.


ვატიკანში დღემდე მიმდინარეობს ასტრონომებისა და ასტრო ფიზიკოსების ხშირი შეხვედრები უცხო პლანეტელთა არსებობის ჰიპოთეზის შესახებ.


კათოლიკური გამოცემები არ უგულვებელყოფენ აღნიშნულ თემას. ცოტა ხნის წინ, იტალიურმა გაზეთმა „ავენირე“, რომელიც ითვლება იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხმად, გამოსცა იტალიელი თეოლოგის, ჯუზეპე ტენზელი-ნიტის სტატია, სათაურით, „კოსმოსური ცხონება უკვე რეალურია და აღარ არის საჭირო არანაირი უცხო პლანეტელი ქრისტე“. ავტორი თვლის, რომ კოსმოსთან დაკავშირებული თემები, ჩვენს ეპოქაში იმსახურებენ ყურადღებას, რადგან ისინი თანამედროვე ადამიანის აზროვნებას ეხება და ამიტომ შემოდიან ევანგელიზაციისა და კატეხიზაციის სფეროში.

„ღვთისმეტყველება მოწოდებულია აღნიშნული თემის ირგვლივ გაწონასწორებული და კომპეტენტური მსჯელობისაკენ, ამისათვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მეცნიერული ძიება პოპულარული და ფანტასტიკური ფილმებისაგან, ამოუცნობი მფრინავი ობიექტისა და უცხო პლანეტელების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კითხვების სწორად დასმა“, – აღნიშნავს ტანზელა-ნიტი.


კითხვებიდან, რომლებსაც ღვთისმეტყველების წინაშე ბუნებრივ მეცნიერული დისციპლინები სვამენ, ავტორის აზრით, სწორი მხოლოდ ორია.


პირველი – შეთავსებადია თუ არა რწმენა, ცისა და მიწის შემოქმედი, ერთი და სამსახოვანი, იესო ქრისტეში განკაცებულ ღმერთსა და კოსმოსში გონიერი სიცოცხლის არსებობასთან?

მეორე - როგორ ურთიერთთანხმობაშია სიცოცხლე კოსმოსში, ღმერთის, როგორც სიცოცხლის წყაროს გამოცხადებასთან?


ისმის შეკითხვა: დედამიწის მიღმა თუ არის პირველქმნილი ცოდვა? შეეძლო ღმერთს განკაცებულიყო, მომკვდარიყო ან არ მომკვდარიყო ჯვარზე სხვა პლანეტებზე, ან საერთოდ არსებობენ უცხო პლანეტელები სხვა პლანეტებზე?


თეოლოგ ნიტის აზრით, ეს არ არის არსებითი, ღვთისმეტყველება არ არის ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოწოდებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს კითხვები თავის თავში უკვე მოიცავენ წინასწარ აღებულ პასუხებს, რომლებსაც შეუძლიათ განაპირობონ აღნიშნულ თემატიკაზე სწორი მოსაზრება: „ღვთისმეტყველება არ შეიცავს საკმარის ცნობებს, რათა ამ კითხვებს გასცეს პასუხები. ჩვენ არ ვიცით როგორი უნდა ყოფილიყო ან არ უნდა ყოფილიყო შემოქმედი ღმერთის აღმშენებლობის გამოცხადების პროცესი და ცხონება უცხო პლანეტაზე მაცხოვრებელი გონიერ არსებებთან მიმართებაში. მაგრამ პასუხის არ არსებობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ახდენდეს ქრისტიანულ რწმენაზე გავლენას. გამოცხადება, სამყაროს შექმნის ისტორია და გამოსყიდვა, იძენს თავის შინაარსს,

მოხლოდ გარკვეულ ადრესატთან შეხვედრისას. როგორც რწმენის აღიარებისას წარმოვთქვამთ ხოლმე – ჩვენთვის, (ადამიანების) და ჩვენი ცოდვებისათვის. ღმერთი უნივერსალური და უნიკალურია, ეს უცილობოა. ერთი ღმერთი სამებაში, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით ებრაულ-ქრისტიანული გამოცხადებიდან, არ არის გეოცენტრული და არც ანტიპოცენტრული“, – წერს თეოლოგი ტანზელი-ნიტი.


ღმერთი უნივერსალური და ტრანსცედენტულია, იგი ფლობს ყოვლის მომცველ შემოქმედებით ყოვლისშემძლეობას. ასევე უნივერსალურია მამობრიობა და ძეობა, რომლის გაგებაც დაკავშირებულია ყოველი ცოცხალი არსების შექმნის პროცესთან. ეს არის წმიდა სულის სიყვარულის მადლი, როგორც კავშირი (თანაზიარება) თვითშეწირვისა და ალტრუიზმისა. ეს კი ყველა ქმნილებისათვის უნივერსალურია. სიტყვის განკაცება ფლობს არა ადგილობრივ, არამედ უნივერსალურ ფასეულობას. მისი, ანგელოზებზე აღმატებულება, შეიძლება იყოს ასევე აღმატებულება ყველა ქმნილებაზე. საუბარია ქრისტოცენტრიზმის აღმატებულებაზე, თუმცა, ჩვენ სულაც არ არის საჭირო ვიცოდეთ თუ როგორ ხორციელდება ეს. უცხო პლანეტელთა თემის შესახებ ბოლო სიტყვა არა ღვთისმეტყველებას, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ეკუთვნის. ღვთისმეტყველებას, როგორც მთელ კაცობრიობას, ისღა დარჩენია დაელოდოს.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი