წმიდა ანტონ პადუელი (პორტ. Santo António de Lisboa) დაიბადა 1195 წლის 15 აგვისტოს პორტუგალიაში, წარჩინებული ლისაბონელი რაინდის მარტინ დე ბუიონის ოჯახში. ნათლობისას ბიჭუნასუწოდეს სახელი ფერნანდო. იგი მკვირცხლი და მოუსვენარი ბავშვი იყო. მამას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის მის კვალზე წავიდოდა და აირჩევდა რაინდის გზას. მაგრამ ჯერ კიდევ ყმაწვილმა ფერნანდომ გადაწყვიტა ბერი გამხდარიყო და ლისაბონის წმიდა ბიკენტის სახელობის მონასტერში რეგულარულ კანონიკოსთა (ავგუსტინელთა) ორდენში შევიდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდა ბერმა გული აიცრუა კარჩაკეტილ სამონასტრო ცხოვრებაზე. მავრებთან ბრძოლის დროს მამის დაღუპვამ და მაროკოში ხუთი ფრანცისკელის მოწამეობრივმა აღსასრულმა მასში სახარების ქადაგების ძლიერი სურვილი გააღვივა. სულის სიღრმეში ის მოწამეობრივ გვირგვინზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ არაფერი იყო იმაზე მშვენიერი, ვიდრე რწმენისთვის სიკვდილი. 1220 წელს ფერნანდომ დატოვა რეგულარულ კანონიკოსთა ორდენი და ფრანცისკელთა ორდენში შევიდა, სადაც ეწოდა სამონაზვნო სახელი ანტონი.
იმავე წელს მან გადაწყვიტა აეხდინა ოცნება და ფრანცისკელ ძმა ფილიპესთან ერთად მაროკოში გაემგზავრა, რათა სახარება ექადაგა მუსლიმებისათვის, ქრისტიანობაზე მოექცია ისინი. მაგრამ ანტონი მძიმედ დაავადდა და ისინი იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ თავიანთ გეგმებზე და ევროპაში დაბრუნებულიყვნენ. გემით მომავალნი, საშინელ გრიგალში მოხვდნენ და ძლივს მიაღწიეს სიცილიის ნაპირებამდე. ანტონმა ამაში ღვთის ნება დაინახა და გადაწყვიტა იტალიაში დარჩენილიყო. მას სიკვდილამდე მეტად აღარ უნახავს სამშობლო.
სიცილიიდან ანტონი გაემართა ფრანცისკელთა მთავარ კაპიტულუმში, სადაც გაიცნო ორდენის დამაარსებელი წმიდა ფრანცისკე ასიზელი. შემდეგ,მისივე სურვილით, იგი გაგზავნილ იქნა ქალაქ ფორლისთან ახლომდებარე მონტე-პაოლოს მონასტერში, სადაც ეწეოდა არაფრით გამორჩეულ, წყნარ ცხოვრებას, სანამ ერთხელ ფორლიში გამართულ დღესასწაულზე, ყველას გასაკვირად და მისდა განსაცვიფრებლად,გაიმარჯვა როგორც თავისი, ისე დომენიკელთა ორდენისგამოჩენილი ორატორების მეგობრულ პაექრობაში. ცნობილ ღვთისმეტყველთანგანსწავლის შემდეგანტონი თავად ასწავლიდა ღვთისმეტყველებას ბოლონიის უნივერსიტეტში.
ორდენის დავალებით ანტონისაქადაგებლად მიდის ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც მძვინვარებდაკათართა ერესი. მალე ქალაქი რიმინი, სადაც კათარებს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდათ, ანტონის მხურვალე ქადაგებებისა და მის მიერ მოხდენილსასწაულთა შედეგად, ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა.შემდეგწმიდანი საფრანგეთის სამხრეთით გაემართა ერეტიკოსთა მოსაქცევად. მისი ქადაგებები წარმატებული იყო ტულუზაშიც, ქალაქში, რომელსაც ალბიგოელთა ლიდერი რაიმონ ტულუზელი განაგებდა.
1224 წელს ანტონი ქალაქ ლე-პუის მახლობლად მდებარეფრანცისკელთა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. საოცარი ქადაგებების, სასწაულებისა და სათნო ცხოვრების გამო მას ,,ორდენის ჩირაღდანი“ უწოდეს. ანტონი არჩეულ იქნა სამხრეთ საფრანგეთისპროვინციალად (ინსტიტუციის მონასტრებისა და საკრებულოების თავმჯდომარე); წმიდა ანტონმასიცილიაში რამდენიმე ახალი მონასტერი დააფუძნა, შემდეგ კი იგი ჩრდილოეთ იტალიაში დაინიშნა პროვინციალად.
პაპმა გრიგორიუს IX-მ ანტონს რომის კურიაში საპატიო თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან პადუაში გაატარა. გარდაიცვალა 1232 წლის 13 ივნისს დამალევე იქნა წმიდანად შერაცხული.
1263 წელს მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს მისივე სახელობის დიდებულ ბაზილიკაში (Basilica Pontificia di Sant'Antonio di Padova), რომელიც პადუის მცხოვრებლებმა წმიდანის პატივსაცემად ააგეს.1946 წლის 16 იანვარს პაპმა პიუს XII-მ წმიდა ანტონ პადუელი ეკლესიის მასწავლებლად გამოაცხადა.
წმიდა ანტონი ლისაბონისა და პადუის მფარველად ითვლება. მის პატივსაცემად ქალაქს აშშ-ში ეწოდა სან-ანტონიო. ის ასევე ღარიბთა და მოგზაურთა მფარველიცაა.XIX საუკუნის ბოლოს, შემოწირულობას, რომელიც ღარიბთათვის გროვდებოდა ეკლესიაში, ეწოდებოდა ,,წმიდა ანტონის პური“.არსებობს მონაზონთა მცირე კონგრეგაცია ,,წმიდა ანტონის დები“, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა.
იკონოგრაფიაში წმიდა ანტონს გამოსახავენ ახალგაზრდა ფრანცისკელი ბერის სახით, რომელსაც ხელთ უპყრია ჩვილი იესო, ასევე, შროშანითა და წიგნით ხელში.
წმიდა ანტონისადმი მიძღვნილიაფერწერული ტილოები, სადაცასახულია მისიცხოვრება, მის მიერ მოხდენილისასწაულები: ქადაგება თევზებისადმი (ვერონეზე), ყრმა იესოს გამოცხადება (მურილიო და ვან დეიკი); XVI საუკუნის უცნობ ფლამანდრიელ მხატვარს ეკუთვნის ტილო ,,წმიდა ანტონის სასწაული“, სადაც ასახულია წმიდა ძღვენის წინაშე მუხლმოყრილი სახედარი. წმიდა ანტონი ასახეს თავიანთ ტილოებზე ჯოტომ, ტიციანმა და სხვა დიდმა მხატვრებმა.
კათოლიკე ეკლესია წმიდა ანტონის სახელს მოიხსენიებს 13 ივნისს.
მოამზადა ვერიკო ნოზაძემ
Comments