top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

13 ივნისი – წმინდა ანტონ პადოველის მოხსენიება


13 ივნისს, წმ. ანტონ პადოველის მოხსენიების დღეა. იგი არის წმინდანი, რომლის ცხოვრებაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქართველი მოწამე ძმა დემეტრე თბილელი და მისი მეგობრები მაროკოში მოწამეობრივად აღესრულნენ, მათი ნეშტები კი წმ. ჯვრის სახელობის ტაძარში ჩაასვენეს.


წმინდა ანტონ პადოველის სახელია ფერნანდო. დაიბადა პორტუგალიაში, ქალაქ ლისანში, თავადების ოჯახში, 1195 წელს, სავარაუდოდ15 აგვისტოს.


15 წლის ასაკში შევიდა წმინდა ავგუსტინეს კანონიკთა რეგულარულ ორდენში, მღვდლობისთვის მომზადებ კომბრეს წმინდა ჯვრის მონასტერში გაიარა და 24 წლის ასაკში ხელდასხმულ იქნა მღვდლად.


იგი თეოლოგიისა და ფილოსოფიის სიღრმისეულად შესასწავლად გაუშვეს, თუმცა გაცილებით მკაცრ რელიგიურ ცხოვრების სტილზე ფიქრობდა.


1220 წელს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – მაროკოში წამებული ხუთი ფრანცისკელი მისიონერის ნეშტი წმინდა ჯვრის ტაძარში ჩამოასვენეს.


ფერნანდომ დატოვა ავგუსტინელთა გზა და წავიდა წმინდა ფრანცისკე ასიზელის ნაკვალევზე, სახელი შეიცვალა და ეგვიპტელი განდეგილი წმინდანის საპატივსაცემოდ, ანტონი დაირქვა.


იგი მისიაზე წავიდა მაროკოში, თუმცა ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა ქადაგება დროებით შეეჩერებინა. უნდა დაბრუნებულიყო იტალიაში, თუმცა გემმა განიცადა კატასტროფა და სიცილაზე მოხვდა.


1221 წელს ანტონი გამოჯანმრთელდა და ასიზში წავიდა, იმ ადგილზე, სადაც ფრანცისკემ მოუხმო თავის ბერებს. ეს კი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ანტონისთვის პირადად გაეცნო ფრანცისკე. ამ უბრალო შეხვედრამ ანტონი დაარწმუნდა იმაში, რომ უნდა გაჰყოლოდა ქრისტეს ფრანცისკეს საძმოში მსახურებით. იგი წავიდა რომანიისკენ, სკიტ მონტეპაოლოში, სადაც თავი მიუძღვნა უპირველეს ყოვლისა ლოცვას, მედიტაციას, მონანიებასა და მოკრძალებულ შრომას.


1222 წლის სექტემბერში ანტონი მიიწვიეს ფორლიში საქადაგებლად, ეს მისი ნიჭის აღმოჩენა იყო, იგი გამოირჩეოდა ბიბლიური კულტურითა და სიტყვის უბრალოებით. წმინდა ანტონის ბიოგრაფი წერს: „მისი ენა სულიწმინდით მეტყველებდა“.

მას შემდეგ წმინდა ანტონი მოგზაურობდა ჩრდილოეთ იტალისა და სამხრეთ საფრანგეთში, უქადაგებდა ხალხებსა და ერებს სახარებას, უშიშრად უპირისპირდებოდა იმდროინდელ ერეტიკოსებსა და მამაცად უსწორებდა ეკლესიის ზოგიერთ წევრს ზნეობის საკითხებს.


მომდევნო წელს იგი თვით ფრანცისკე ასიზელის დავალებით ღვთისმეტყველების მასწავლებელი გახდა, ამას მოწმობს წერილი, რომელშიც ფრანცისკე ასიზელი სთხოვს ასწავლოს მათ და ურჩევს არ მოერიდნონ ლოცვას.


თავისი გამორჩეული ნიჭისა და ქრისტეს ეკლესიისადმი გულანთებული მსახურების გამო, ანტონს 32 წლის ასაკში ნიშნავენ ფრანცისკელ ძმათა წინდამძღოლად ჩრდილოეთ იტალიაში. იგი თავდაუზოგავად შრომობს ამ თანამდებობაზე, მოგზაურობს მონასტრებში, რომლებიც მის იურისდიქციაშია და ხსნის ახალ მონასტრებს.


ამავდროულად, განაგრძობს ქადაგებებს და იზიდავს უამრავ ადამიანს.

იგი სააღმსარებლოში საათობით იჯდა, თუმცა ყოველთვის ნახულობდა დროს განმარტოებისათვის. ცხოვრობდა პადოვაში, სანტა მარია მატერ დომინის ფრაცისკელთა პატარა საკრებულოში. იგი აქ ცოტა ხნით დარჩა და ქალაქთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. ეხმარეობდა ღარიბებს და ებრძოდა უსამართლობას.


სწორედ პადოვაში დაწერა აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთა აღსრულებისა და სახარების ქადაგების სწავლება, თანამოძმე ბერებისათვის.


მისი სადიდმარხვო ქადაგება 2231 წელს ითვლება სულიერ აღთქმად. საათობით გატარებუოი დრო სააღმსარებლოში დიდი შვება იყო მისთვის, თუმცა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გადაწყვიტა დროებით, გამოჯანმრთელებამდე დაეთმო მიცემული საპასუხისმგებლო პოსტი.


შემდეგ სხვა ძმებთან ერთად მიდის პადოვადან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კამპოსანპიეროში განდეგილად. ითხოვს მისთვის შეიძინონ პატარა თავშესაფარი დიდი კაკლის ხის ქვეშ, რათა დღეები უფლის განჭვრეტასა და ხალხთან ურთიერთობაში გაატაროს.

იგი მხოლოდ დასაძინებლად შედიოდა სახლში. სწორედ სახლში შესულს გამოეცხადა წმინდა ანტონს ყრმა იესო.


13 ივნისს ანტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი მიხვდა, რომ მისი დრო მოახლოებულია და ითხოვა ნება მიეცათ გარდაცვლილიყო პადოვაში.

იგი ხარებშებმული ურიკით წაიყვანეს, მაგრამ გზად, სოფელ არჩელოში, დადპვას სიახლოვეს გარდაიცვალა – „მე ვხედავ ჩემს უფალს“. იგი თავის გონებაში ვალში იყო წმინდა ავგუსტინესთა.


წმინდა ანტონმა ძალზედ საოცარი ხერხით გააერთიანა გონება და გული, ძიება ფიქრებისა და სათნოებათა გამჟღავნება, სწავლა და ლოცვა. იგი არის ეკლესიის მასწავლებელი. პადოვაში მას მოიხსენიებენ უბრალოდ წმინდანად.


Catholic.ge

댓글


bottom of page