ოჯახების ზეიმი 2026
- 23 minutes ago
- 1 min read
30 მაისს, წეროვანში კათოლიკე ოჯახების ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ერთდღიანი პროგრამა საოჯახო პასტორალური კომისიისა და INER Georgia-ს ორგანიზებით დაიგეგმა. იგი წმ. ფრანცისკეს გარდაცვალებიდან 800 წლისთავს მიეძღვნა.

შესაბამისად, წმ. ფრანცისკეს, მისი მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ, ფრანცისკელთა ორდენის კაპუცინმა ბერმა, მამა მარეკ პჟეჩევსკიმ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა, როგორც წმინდანის ცხოვრების წლებსა და მის საქველმოქმედო საქმეებზე, ასევე საქართველოში კაპუცინი ბერების შემოსვლასა და მათ საქმიანობაზე.

შეხვედრას კათოლიკე ოჯახების სხვადასხვა სამრევლოდან ესწრებოდნენ. მის პირველ ნაწილს კათოლიკე ახალგაზრდა, პავლე ხითაროვი უძღვებოდა. სანამ უფროსებისთვის განკუთვნილი სესია მიმდინარეობდა, ბავშვების მხიარული და განსაკუთრებული აქტივობები მოაწყვეს "კარიტასის" მოხალისეებმა. შეხვედრის მეორე ნაწილში კი ფლეშ–მობი მოაწყეს ქუთაისის სამრევლოს მოხალისეებმა.
ამ შეხვედრაზე ტრადიციულად, იუბილარ წყვილებს სიმბოლურად გვირგვინები დაადგეს და დაასაჩუქრეს.
პროგრამის დასასრულს, მშვიდობის სიმბოლო – მტრედები ცაში გაუშვეს, ხოლო წეროვნის შეხვედრების სახლის ეზოში, ოჯახებმა, ტრადიციულად, სიმბოლური ხე დარგეს.
კათოლიკე ოჯახების შეხვედრა, ყოველ წელს, იმართება და იგი სათავეს 1994 წლიდან იღებს.
თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე
























Comments