top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბრაზილიელი მონაზონი სხვა მონაზვნების გადარჩენისას წყალში დაიხრჩო

  • 4 minutes ago
  • 1 min read

კარმელიტი მონაზონი, რომელიც მონასტრის წინამძღვარი იყო, სიცილიის სანაპიროზე ძლიერი ტალღების დროს დაიხრჩო. იგი მონასტრის სხვა მონაზვნების გადარჩენას ცდილობდა.



11 მაისს, სიცილიაში ტრაგიკულად დაიხრჩო მონაზონი ნადირ სანტოს და სილვა. მან  გმირულად გადაარჩინა თავისი მონასტრის რამდენიმე მონაზონი, რომლებიც  ზღვის ტალღებმა გაიტაცა.


იტალიის პოლიციის ცნობით, მონაზვნები სანაპიროსთან ახლოს სეირნობდნენ, როდესაც ქვიშაში მოულოდნელად წარმოქმნილმა ღრმულმა ისინი წყალში ჩაითრია.


​„რამდენიმე მონაზონი, სანაპიროზე შედარებით ნაკლებწყლიან და ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას სეირნობდა. მოულოდნელად, ტალღები ადიდდა და მონაზვნები გაიტაცა. საფრთხეში სამი მონაზონი აღმოჩნდა“,  – იხსენებს და, ანა პაულა.​


დახმარების თხოვნის ძახილის გაგონებაზე, მათ გადასარჩენად მონაზონი სილვა ზღვაში შევარდა.


„მადლობა ღმერთს, მან მონაზვნის გადარჩენა შეძლო. ამის შემდეგ ზღვაში კიდევ ერთი მონაზონი შევიდა, რომელმაც დანარჩენები ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანა. მონაზონ სილვას ცხედარიც გამოიტანა. მათ პირველადი დახმარების გაწევა სცადეს, მაგრამ ის უკვე უგონოდ იყო. მაშველები მალევე მივიდნენ და რამდენიმე წუთში მონაზვნის გარდაცვალება დაადასტურეს“,  – დასძინა და ანა პაულამ.​


„ყველაზე მეტად იმაზე დაფიქრებამ იმოქმედა, რომ მან ბოლომდე იცხოვრა იმით, რასაც იესო, იოანეს სახარების მე-15 თავში გვასწავლის: "იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრებისთვის". მან საკუთარი სიცოცხლე გაიღო, რათა მეგობრები გადაერჩინა“.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page