პაპი ლეონ XIV ახალ, პექტორალურ ჯვარს ატარებს, რომელიც პერუელმა ეპისკოპოსებმა აჩუქეს
18 ნოემბერს, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული გენერალური აუდიენციის დროს, პაპ ლეონ XIV-ს ახალი პექტორალური ჯვარი, ეკეთა რომელიც პერუელმა ეპისკოპოსებმა აჩუქეს.

ჯვარი პერუელმა საიუველირო კომპანია „Ilaria“-მ შექმნა და იგი 12 ნოემბერს ლიმაში პერუელ ეპისკოპოსებთან შეხვედრისას წარადგინეს. ჯვარში მოთავსებულია ხუთი წმინდანის მცირე ნაწილები (რელიკვიები): წმინდა როზა ლიმელის, წმინდა მარტინ დე პორესის, წმინდა ტორიბიო დე მოგროვეხოს, წმინდა ხუან მასიასის და წმინდა ფრანცისკო სოლანოს.
ჯვარში შედის ელემენტები, რომლებიც ლეონ XIV-ის სამხრეთ ამერიკაში მომლოცველობას უკავშირდება. მის უკანა მხარეს ამოტვიფრულია პერუში პაპის ვიზიტის დევიზი: „გავხსნათ ჩვენი გულები!“.
საჩუქარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წმინდა მამა პერუში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ჯერ როგორც მისიონერი, მოგვიანებით კი როგორც ეპისკოპოსი. ჯვარი მან ამ ქვეყანაში ახლახან გამართული ვიზიტის სამახსოვროდ მიიღო.

Პექტორალური, ხალხის სამკერდე ჯვრის ტარების უფლება აქვს პაპს, კარდინალებს, არქიეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს და აბატებს. XII საუკუნიდან საეკლესიო სამართალი ავალდებულებდა ეპისკოპოს მის ტარებას.
შოთა გიქოშვილი




Comments