ახალციხეში ანიმატორების პირველი შეხვედრა შედგა
- 2 days ago
- 1 min read
2026 წელის 16 მაისს, საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის ორგანიზებით, ახალციხეში ანიმატორების პირველი შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა კათოლიკე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოდან 55–მა ახალგაზრდამ მიიღო.

"ვინ არის ანიმატორი?" – ეს იყო ანიმატორების ამ წლის პირველი შეხვედრის თემა. იგი რამდენიმე ნაწილს მოიცავდა.
პირველ ეტაპზე ახალგარზდებს მამა კონსტანტინე აკოფაშვილი ესაუბრა, რომელმაც მათ ანიმატორის როლი, პასუხისმგებლობები და სირთულეები გააცნო. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებებზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვების ინტერესების დაცვა და ზრუნვა მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი ანიმატორის სულიერ ასპექტზე საუბარს დაეთმო. თემაზე ისაუბრა მამა დარიუშ კომადოვსკიმ: „ანიმატორი არის ადამიანი, რომლის მსახურებაც მოითხოვს მუდმივ სწავლასა და საკუთარი რწმენის გამოხატვას. ანიმატორმა ერთგულად უნდა გადასცეს ის, რაც თავად მიიღო — როგორც ღვთისაგან, ასევე სხვა ადამიანებისაგან.", – აღნიშნა მამა დარიუშმა.
შეხვედრის მესამე ნაწილი კი პრაქტიკულ აქტივობებს, თამაშებსა და ჯგუფურ მუშაობას მოიცავდა.
დღის დასასრულს, მონაწილეებმა ორგანიზატორებთან ერთად, რაბათის კათოლიკური ტაძარი მოინახულეს, სადაც ბენედიქტელმა მონაზვნებმა უმასპინძლეს.
ანიმატორების მომზადება/გადამზადების პროგრამაზე ყოველწლიურად "საქართველოს კათოლიკე ახალგარზდების ცენტრი" ზრუნავს. ამ წელს, ცენტრის სამუშაო ჯგუფი განახლდა და ასე დაკომპლექტდა: ლონდა ლეკიშვილი (ხიზაბავრის სამრევლოდან), სედა ხითარიანი (შრომის საკრებულოდან) და ლერი კაჭკაჭაშვილი (არლის სამრევლოდან), ხოლო ცენტრს ხელმძღვანელობს მამა ბექა ჩილინგარაშვილი.
"საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის სახელით, გულითად მადლობას ვუხდით ყველა ახალგაზრდას ერთად ყოფნისათვის, განსაკუთრებით კი მამაოებს, რომლებიც დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩვენს შორის და ისაუბრეს ამ ლამაზ და მნიშვნელოვან თემებზე", – წერია საქართველოს ახალგაზრდების ცენტრის გვერდზე.
ფოტოები: საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი

















Comments