top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"გავაბედნიეროთ ჩვენი მოხუცები" - საქველმოქმედო აქცია


ფოტო - კოტე აკოფაშვილი

საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის პროექტის "ლიდერების სკოლის" მონაწილეებმა, 20 დეკემბერს 10 მოხუცებულს საჭიო ნივთები, ტკბილეულობა და ტანსაცმელი გადასცეს.


საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ ტანსაცმელს, ტკბილეულსა და საჭირო ნივთებს, რის შემდეგაც ისინი დაახარისხეს და მათ დაურიგეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.


"სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ლიდერების სკოლის ჯგუფში დაიწერა - "იქნებ ვინმე გაგვებედნიერებინა [...] ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, გაგვებედნიერებინა მოხუცები, ის ლამაზი ბებიები და პაპები, რომლებსაც ჩვენი სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ახალგაზრდებმა დაიწყეს მუშაობა და შედეგმაც არ დააყოვნა; შევძელით, მცირე დროში მიგვეგროვებინა მცირედი საჩუქრები" , - ამბობენ საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის წარმომადგენელი კოტე აკოფაშვილი.


საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის პროექტი "ლიდერების სკოლა" 12 ახალგაზრდას აერთიანებს.

ფოტოები: კოტე აკოფაშვილი

/თაკო ფეიქრიშვილი/

bottom of page