top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘კატეხიზმოს დრო ფუჭად არასდროს იკარგება, მაშინაც კი, თუ მონაწილე ცოტაა’ – პაპი

ჟურნალ „Piazza San Pietro“-ს იანვრის ნომერში გამოქვეყნდა შვეიცარიელი კატეხისტის წერილს, რომელიც წერდა: „მე ვთესავ, მაგრამ თესლი ძნელად იზრდება. ბავშვები და ოჯახები სპორტსა და წვეულებებს ამჯობინებენ“. ამ წერილს პაპმა ლეონ XIV–მ უპასუხა: „კატეხიზმოსთვის დათმობლი დრო ფუჭად არასდროს იკარგება, მაშინაც კი, თუ მონაწილეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. პრობლემა ეკლესიისადმი კუთვნილების შეგნების ნაკლებობაშია“.

 


ჟურნალ „Piazza San Pietro“–ს  2026 წლის იანვრის ნომერი, რომელიც მშვიდობის თემას მიეძღვნა, პაპ ლეონ XIV-ის სიტყვით გაიხსნა. ამავე ნომერში პაპმა უპასუხა მკითხველის წერილს. ეს იყო შვეიცარიელი კატეხისტი ნუნცია, რომელიც 620 კაციან პატარა ქალაქ ლაუფენბურგში ცხოვრობს. 

 

„მე ვთესავ, მაგრამ თესლს ზრდა უჭირს. ბავშვები და ოჯახები სპორტსა და წვეულებებს ამჯობინებენ“, - წერდა 50 წლის ქალი და ენთუზიაზმით იხსენებდა კატეხიზაციის ათწლიან გამოცდილებას, პირველი ზიარებიდან მირონცხებამდე.

 

წერილში იგი რთულ რეალობას აღწერს: „აქ, შვეიცარიაში, ძნელია მშობლებს, ზოგჯერ კი ბავშვებსა და მოზარდებს ღვთისადმი სასოება გაუღვიძო. ოჯახები,  იშვიათად დადიან ეკლესიაში და ხშირად გულგრილები არიან რელიგიური პრაქტიკის მიმართ; ბავშვებს უფრო მეტად იზიდავთ სპორტი, მუსიკა, სმარტფონები და წვეულებები, ვიდრე რწმენა; კვირაობით სულ უფრო მეტად ცარიელდება ეკლესიები, რომლებსაც ძირითადად ხანდაზმულები ავსებენ; ყოველდღიური ძალისხმევაა საჭირო ახალი მარცვლის ჩაგდებისთვის მაშინ, როდესაც ნიადაგი უნაყოფო ჩანს”.

 

ასეთია შვეიცარიელი კატეხისტის მიერ დახატული სურათი. თუმცა, იმედგაცრუების მიუხედავად, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას: „ვცდილობ დავთესო, მაგრამ ყლორტები რთულად იზრდებიან“. ის პაპს სთხოვს, ილოცოს მისთვის და მისდამი მინდობილი ახალგაზრდებისთვის, რათა მისი გამბედაობა, მცდელობა და ენთუზმიაზმი იყოს მათთან და არ გაქრეს.

 

პაპ ლეონ XVI-ს პასუხი

 

პაპ ლეონ XIV- ს გულთან ახლოს მიაქვს კატეხისტის შეშფოთება და მას ევროპულ კონტექსტში განიხილავს: „სიტუაცია, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, არ განსხვავდება იმ ქვეყნების სიტუაციისგან, რომლებსაც ხანგრძლივი ქრისტიანული ტრადიცია აქვთ“.

 

პაპი შვეიცარიელ კატეხსიტსაც და სხვებსაც მოუწოდებს, გაიხედონ კატეხიზაციებზე დამსწრეთა რაოდენობის იქით: „კატეხიზაციისთვის მიძღვნილი დრო არასდროს იკარგება ფუჭად, მაშინაც კი, თუ მონაწილეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს ეკლესიისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. პრობლემა არ არის მხოლოდ რიცხვებში — რომლებიც, ცხადია, საფიქრალს გვაძლევს — არამედ იმაში, რომ სულ უფრო მკვეთრად ჩანს ადამიანთა ცნობიერების ნაკლებობა, რათა ეკლესიად იგრძნონ და განიცადონ თავი, ანუ იყვნენ ქრისტეს სხეულის ცოცხალი წევრები, ყველა თავისი უნიკალური ნიჭითა და როლით, და არა როგორც წმიდა საიდუმლოებების „მომხმარებლებად“ – შესაძლოა მხოლოდ ჩვევის გამო“.

 

შვეიცარიელ კატეხისტს, ნუნციას და ყველას, ვინც მსგავს სირთულეებს განიცდის, პაპი გადაჭრის გზებზე ესაუბრება: „როგორც ქრისტიანებს, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება მოქცევა;  ერთად უნდა ვეძებოთ იგი. რწმენის ნამდვილი კარი „ქრისტეს მუდამ გახსნილი გულია“.

 

პაპის საბოლოო მოწოდება ეფუძნება პავლე VI-ის მემკვიდრეობას:„ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ქრისტეს სახარების სიხარულის დამოწმება — განახლებისა და აღდგომის სიხარულის“.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

Comments


bottom of page