top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მილიონერი ბიზნესმენის გზა კათოლიკე მღვდლობამდე

  • 1 minute ago
  • 2 min read

სკოტ-ვინსენტ ბორბა მსოფლიოში 3 მილიარდიანი იმპერიის, E.L.F. Cosmetics-ის დამფუძნებელია. 2004 წლის შემდეგ, იგი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომლისკენაც ადამიანების უმეტესობისთვის საოცნებოა: ფული, ფუფუნება, ცნობილი ადამიანების წრე, წითელი ხალიჩები და პროფესიული წარმატება... მაგრამ ამ ყველაფერმა მას კმაყოფილება ვერ მოუტანა. 2026 წლის მასიში იგი კათოლიკე მღვდლად ეკურთხა.



სკოტ ვინსენტ ბორბა ეკლესიაში პირველ სულიერ საუბარზე Mercedes-ით და Hugo Boss-ის კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა.


მღვდლად გახდომის მოწოდება ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში იგრძნო. კალიფორნიაში, ცენტრალ მინდვრების ფერმერულ საზოგადოებაში გაზრდილს, ბავშვობიდანვე სურდა დიდი მწვერვალების დაპყრობა: “ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ვიღაც უფრო დიდის ნაწილი”. თუმცა, მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, ამ მოწოდებისგან გაქცეულიყო.


ჯერ კიდევ პატარა, მამის წახალისებით, თანაკლასელებთან კანფეტებს ჰყიდდა და “მოგებას” იღებდა. სავაჭრო ინსტინქტი მან სანტა-კლარას უნივერსიტეტში ხარისხის მიღებისას დახვეწა. 2004 წელს, პარტნიორთან ერთად შექმნა E.L.F. (Eyes, Lips and Face) ტანის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი.


კომპანია სწრაფად განვითარდა. ბორბამ საქმიანობა გააფართოვა და ბაზარზე გამოიტანა Borba Skin Balancing Water – ვიტამინების, მინერალებისა და ხილის ექსტრაქტების „კრისტალებით“ გამდიდრებული წყალი, კანის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.


წარმატების მწვერვალმა მას დაანახა რომელ მთაზე იყო ასული, თუმცა იგი თავს კომფორტულად სრულიად არ გრძნობდა: “ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი, სადაც ყველას ამპარტავნებისკენ ვუბიძგებდი. ვცდილობდი თითოეული მათგანი პატარა კარდაშიანად მექცია და ვთავაზობდი პროდუქტებს, რათა თავი ცნობილთა საზოგადოების ნაწილად ეგრძნოთ. ეს იყო იმის საპირისპირო, რაც ღმერთს სურს. ეს იყო ის, რასთან ერთადაც მომიწევდა ცხოვრება და დარჩენილი დღეების სინანულში გატარება იმის გამო, თუ როგორ იმოქმედა ჩემმა საქმიანობამ მსოფლიოზე”, - განმარტავს ბორბა.



ასე მივიდა 12 წლის წინანდელ გარდამტეხ წვეულებამდე. იმ საღამოს მან უეცრად ყველას წასვლა სთხოვა: „მახსოვს, ტირილით ვეუბნებოდი საკუთარ თავს - ეს არ არის ის კაცი, რომელიც დედაჩემმა და მამაჩემმა აღზარდეს; ეს არ არის ის კაცი, რომელიც ღმერთმა შექმნა".


თანამედროვე წმინდა ფრანცისკესავით მან ყველაფერი მიატოვა. ვილა, აქციები, Aston Martin-ი, Dolce & Gabbana-ს პალტოები, Gucci-სა და Ralph Lauren-ის სამოსი.


უარი თქვა ბიზნესში კარიერაზე, საკუთარი ქონება ეკლესიებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა და რადიკალურად მარტივი ცხოვრება აირჩია, რომლის ცენტრშიც ღმერთი დააყენა.


2019 წელს იგი სასულიერო სემინარიაში შევიდა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო კალიფორნიაში, წმინდა პატრიკის სემინარიაში. ხუთი წლის შემდეგ სწავლა დაასრულა და 2026 წლის 23 მაისს ნანატრი სამღვდელო სანი მიიღო. “ჩემი წარმატების, ყველა შესაძლებლობისა და მთელი იმ ფინანსური მოგების მიუხედავად, რაც კი ცხოვრებაში მქონია, არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი”. ღმერთი ნამდვილად გვაჩენს მშვენიერს, საბოლოო ჯამში, ის კვლავ ლამაზებად გვაქცევს”, – ამბობს ბორბა.


ადამიანი, რომელიც ოდესღაც ჰოლივუდურ ფუფუნებაში ცხოვრობდა, ახლა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი ცხოვრება ღმერთისკენ მიმართა, „არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი“.


სამყარო ეუბნებოდა, რომ მას ყველაფერი ჰქონდა. მან კი გააცნობიერა, რომ აკლდა ის ერთადერთი რამ, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.


„რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყანას მოიგებს, თავის სულს კი დაკარგავს?“ (მარკოზი 8:36).




Comments


bottom of page